„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 2 მარტის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016494
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 16 მარტი

ქ. ჩხოროწყუ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 2 მარტის  №7  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  05/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016493) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარჩინებული სტუდენტი – პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის  საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად და ამასთანავე, აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ პირობებს; “.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის შემადგენლობაში შედიან: მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი,  მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის უფროსი, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. კომისიაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებით დამტკიცებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“, ასევე ამ წესის შესაბამისად და მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია