„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.018820
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №41/ნ

2026 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №96/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018731) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად;

2) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე;“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) სახელმწიფო პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირებისთვის, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების განხორციელება და გრანტების/სტიპენდიების დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე განათლების მისაღებად;

2) სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საგანმანათლებლო, გაცვლითი ან/და მოკლევადიანი კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; “.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აპრილიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე