შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: ალექსი სოფრომაძე N010-26)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება
აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე
2026 წლის 20 მარტი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)
დირექტორი: ლაშა ჭიჭინაძე
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ტელეფონი: 577783434
კრედიტორი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპი“ (ს/ნ: 205274273)
მოვალე/მესაკუთრე: ალექსი სოფრომაძე (პ/ნ: 13001006303); მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძირკოკი, მე-4 ქუჩა, №12.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სკაპისა“ და მეორე მხრივ, ალექსი სოფორომაძეს შორის 2022 წლის 10 ოქტომბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N GCL-SME-I-GU005526-2022. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (GCL-SME-I-GU005526-2022/01) 13.4.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 11 მარტის განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე სამ ლოტად.
საჯარო აუქციონის N:010-26
უძრავი ქონების რეკვიზიტები: ლოტი N1. გურჯაანი, სოფელი ძირკოკი, 4230.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.59.233), ლოტი N2. გურჯაანი, სოფელი ჟანდარი, 2907.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.51.133), ლოტი N3. გურჯაანი, სოფელი ჟანდარი, 3617.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 51.11.51.131).
აუქციონის ჩატარების დრო: ლოტი N1. 25.03.2026 წლის 13:00 სთ-დან 01.04.2026 წლის 13:00 სთ-მდე; ლოტი N2. 25.03.2026 წლის 14:00 სთ-დან 01.04.2026 წლის 14:00 სთ-მდე; ლოტი N3. 25.03.2026 წლის 15:00 სთ-დან 01.04.2026 წლის 15:00 სთ-მდე.
აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“.
უძრავი ქონების საწყისი ფასი: ლოტი N1. 18 905.98 ლარი; ლოტი N2. 12 992.83 ლარი; ლოტი N3. 16 166.18 ლარი.
უძრავი ქონების აღწერა: სარეალიზაციოდ სამივე ლოტზე წარმოდგენილი უძრავი ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. N1 დ N2 ლოტების უძრავ ქონებაზე გაშენებულია სრულ მსხმოიარობაში შესული საფერავის ჯიშის ვენახი, ხოლო N3 ლოტი წარმოადგენს სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთს.
ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარუდგინოს სპეციალისტს აუქციონის დაწყებამდე.
სპეციალისტი
შპს პირველი ქართული აუქციონის
დირექტორი ლაშა ჭიჭინაძე