⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2011)
გაუქმებულია:

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.12.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1763
სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.701
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 22/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,057 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2006 მიღება
01.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.009.701 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1763 2006 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბაჟო ტერიტორიაზე საქონ­ლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“. 2. ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2005 წლის 21 მარტის №153 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან. ა. ალექსიშვილი ინსტრუქცია საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი ნიშნავს, საქართველოს საბაჟო ტერი­ტო­რიაზე საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაციის გამოყენებას: ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პო­ლი­­ტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადა­მუშავების პროდუქტის საქარ­თველოს საბაჟო ტერი­ტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორ­ტის გადასახდელები და არ ტარდება სავაჭრო პოლი­ტიკის ღონისძიებები; ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახ­დელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) უნდა დაექვემ­დებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებ­ლისა) დაბრუნებული ან ჩათვლილი არ არის და მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი გაიტა­ნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; გ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) და არ ტარდება სავაჭრო პოლი­ტიკის ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტებში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს საბაჟო ორგა­ნოს წარედგინება ექსპორტის სატვირთო-საბაჟო დეკ­ლარაცია. 3. აკრძალულია საბაჟო ტერიტორიაზე გადამუ­შავების საბაჟო რეჟიმში იმ საქონლის მოქცევა, რომ­­ლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე აკ­რძა­­­ლულია.            4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალუ­ლი საქონლის საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გა­ტა­ნილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებ­ლობის შემთხვევაში მოთავსდეს დროებითი შენახვის საწყობში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნების დროს წარმოდგენილ დოკუმენტებზე (სატრანსპორტო ზედდებული ან ინვოისი ან კანონ­მდებ­ლობით დადგენილი სხვა საბაჟო დოკუმენტი) საბაჟო ორგანო აკეთებს აღნიშვნას – „დაბრუნებუ­ლია საქონელი“, მიეთითება თარიღი და დასტურდება პირად­ნომრიანი ბეჭდით. აღნიშნულ საქონელზე გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონ­ლისა ან/და სატრანსპორტო საშუალე­ბების აღრიც­ხვის მოწმობა“ (შემდგომში – მოწმობა) საქართვე­ლოს საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად. 6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უფლება აქვს სა­ქონ­ლის წარდგე­ნიდან 2 დღის შემდეგ დაუყოვნებ­ლივ დააბრუნოს საქონელი, თუ წარმოდ­გენილი დო­კუ­მენტები არ მოიცავს ზოგადი დეკლარი­რებისათ­ვის საჭირო მონაცემებს და არ არის წარმოდგენილი კანონმდებლობით გათვა­ლის­წი­ნებული ლიცენზიები, ნებართვები და სერტიფიკატები. 7. მე-6 პუნქტში აღნიშნული საქონლის დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები 1. საქონლის გადამუშავების ოპერაციები: ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; ბ) საქონლის წარმოება; გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქ­ტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში. 2. გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერი­ტო­რიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუ­შავებული ამ რეჟიმში. 3. გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუ­შავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პრო­დუქტი. 4. გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად. 5. ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონ­ლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარი­რებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად. 6. ნარჩენები – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თან­მდე­ვი პროდუქტი. 7. ნაშთი – გადასამუშავებელი საქონლის ნაწილი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (სა­წარ­მოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატუ­რაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტა­ნისას, აგრეთვე გადასამუშავებელი საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწი­ლობ­­რივ განხორციელებულია.     მუხლი 3🔗. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟი­მისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანის დროს გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები 1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს დადგენილი წესის შესაბამისად ხორ­ციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები: ა) საქონლის წარდგენა; ბ) ზოგადი დეკლარირება; გ) მოწმობის გამოწერა. 2. საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ზოგადი დეკლარირების შემდეგ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეიძლება განხორციელდეს სა­ქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუ­შების აღება და საიდენტი­ფიკაციო ნიშნების დადება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესა­ბამისად.     მუხლი 4🔗. საქონლის წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხდება: ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონ­ტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი განთავსებით; ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში და საერთაშორისო აეროპორ­ტებში გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – გემის ან თვითმფრინავის კაპიტნის ან უფლებამოსილი პირის მიერ სა­ტვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოს­თვის წარდგენით, რაც დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით; გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილ­ზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონ­ტროლის განხორ­ციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონ­ტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის საწ­ყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითი­თე­ბული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.     მუხლი 5🔗. საქონლის ზოგადი დეკლარირება სასაზღვრო საბაჟო ორგა­ნოში 1. ზოგადი დეკლარირება უნდა განხორციელდეს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქონლის სასაზღვრო კონტროლის განხორ­ციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 2. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება (ზოგადი დეკლარირების ფორმა) საბაჟო ორგანოსადმი იმ ზოგადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარდგე­ნით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საბაჟო დამუ­შავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკა­ციისათვის, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის (მათ შორის, საბა­ჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვა­ლის­წინებული მოწმობის შევსებისათვის). 3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს სატრან­სპორტო დოკუმენტები: ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანს­პორტო ზედდებული; ბ) საზღვაო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – კონოსამენტი; გ) საჰაერო ტრანსპორტით საქონლის შემოტანის დროს – ავიაზედდებული. 4. ზოგადი დეკლარირების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალის­წი­ნებული დოკუმენტების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები: ა) ხელშეკრულება ან/და ინვოისი; ბ) წარმოშობის სერტიფიკატი; გ) საბაჟო გარანტია (ან TIR-კარნეტის დოკუმენ­ტი) – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 5. ზოგადი დეკლარირების უფლება აქვს საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს. 6. ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება მილსა­დენი ტრანსპორ­ტით გადა­ადგილებულ საქონელზე. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დოკუმენ­ტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამო­სი­ლი პი­რის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და თარიღის მითითებით.     მუხლი 6🔗. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატ­რანს­პორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 1. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში მითითებული დო­კუმენტების საფუ­ძველზე სასაზღვრო საბაჟო ორგა­ნოს მიერ ხდება მოწმობის გამოწერა საქართვე­ლოს სა­ბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად. 2. აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება: ა) TIR-კარნეტის დოკუმენტით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალე­ბებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლა­გებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგი­ლებული საქონლისა; ბ) მილსადენი ტრანსპორტით გადა­ადგილებულ საქონელზე.     მუხლი 7🔗. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუ­ალე­ბების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანის ვადა და მარშრუტი 1. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზ­ღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადა განისაზღვრება დადგენილი წესით, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, გადასაზიდი საქონ­ლის, სატ­რანსპორტო საშუალების, საბაჟო მარშრუტის ხასია­თის და ეკოლო­გიურ-კლიმატური პირობების გათვა­ლის­­წინებით. 2. შემოტანილი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის შესაბამის ადგილამდე მიტანა ხორციელდება ნებისმიერი გზით, გარდა თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის შემთხვე­ვისა. 3. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის გადაად­გილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოების გავლით, რომელიც განსაზღვრულია „სასაზღვრო საბა­ჟო ორგანოს გახსნის, მუშაობის დროის და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტა­ნილი საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალება იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისთვის საბა­ჟო სტატუსის მინიჭებამდე, შეცვლამდე, თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში გადატანამდე, საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორ­ტამდე ან საბაჟო ზედამხედ­ველობის ქვეშ განადგურებამდე, გარდა კანონ­მდებობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანს­პორტო საშუალებების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთან­ხმებუ­ლი მოქმედებები და ოპერაციები. 6. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატ­რანს­პორტო საშუალებები განად­გურ­და ან დაზიანდა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატ­ყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებუ­ლებები, რომელიც დამოწმებულია შესაბამისი უფლება­მოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ საბაჟო ორგანოს არ დააკმაყო­ფილებს წარმოდგენილი მტკიცე­ბუ­ლებები, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედვე­ლობიდან უკანო­ნოდ გასულად. 7. თუ საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები უკანონოდ გადის საბაჟო ზედამხედველობიდან ან საბაჟო ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო ზედამხედვე­ლო­ბიდან საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ გასვლაზე და დეკლარანტს ან საქონლის მესაკუთ­რეს ან საქონლის მფლობელს არ შეუძლია საბაჟო ორგანოს დაუმტკიცოს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედვე­ლო­ბიდან კანონიერად გასვლის ფაქტი, ვალდებულმა პირმა საბაჟო ზედამ­ხე­დველობიდან საქონლის ან/და სატრან­სპორ­ტო საშუალების უკანონოდ გასვლის აღმოჩენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეას­რულოს წარმოშობილი საბაჟო ვალდებუ­ლება. 8. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისა ან/და სატრან­სპორტო საშუალების ტრანსპორ­ტი­რების პასუხის­მგებ­ლობას, ვრცელდება ამ მუხლში აღნიშნული ვალდე­ბუ­ლებები. 9. ერთი სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან მეორე სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა ხორციელდება მოწმობით, გარდა კანონ­მდებლობით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა.     მუხლი 8🔗. საქონლის წარდგენა დანიშნულების ადგილზე არასაბაჟო ორგანოში 1. საქონლის დანიშნულების ადგილზე (არასაბაჟო ორგანო) წარდგენის დადასტურება ხდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა), სადაც მიეთითება წარდგენის თარიღი და დრო, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში _ რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედდებულზე გაკეთებული აღნიშვნით (შტამპი, ხელ­მოწერა, თარიღი და დრო), რაც საბაჟო ორგანოს წარედ­გინება მოწმობასთან ერთად. დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებუ­ლება ეკისრება საბაჟო საწყობს, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – საქონლის მფლობელს იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარ­დგე­ნის თარიღი და დრო ჩაითვლება საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების წარ­დგენის დღედ. 3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე გადამუ­შავებისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე (დროებითი შენახვის საწყობი), მაშინ ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები: ა) დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგე­ნისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანა­დო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსე­ბობის შემთხვევაში – ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმე­დება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარ­დგენად; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ უფლებამოსი­ლი საბაჟო მოხელის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგ­ვიანეს ორი დღისა, კანონმდებლობით დადგენილი „განაცხადის“ საფუძველზე.     მუხლი 9🔗. საქონლის წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს, მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში), რომელიც მდებარეობს არასასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმე­დო ტერიტორიაზე, ხორციელდება მოწმობის წარ­დგენით, რომელიც დადას­ტურ­დება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო. 2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავებისათვის განკუთვნილი საქო­ნელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონ­მდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვევაში მოწმობა იხსნება კონტროლიდან სატვირ­თო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს ერთი საათისა.     მუხლი 10🔗. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა 1. დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონ­მდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია. 2. დეკლარაციის წარდგენა ხდება: ა) ზოგადი დეკლარირებიდან 45 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით; ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით. 3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი დასაბუთებით შეუძლია შეამციროს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნუ­ლი ვადები ან დეკლარანტის წერი­ლობითი განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ისინი 45 კალენ­დარული დღით. 4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი. 5. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია ხორციელდება დამუშავების საბაჟო ორგანოში საქარ­თველოს საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად. 6. დეკლარანტის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლა­რაციის შევ­სება ხორ­­ციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­ბა­მისად. 7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად სა­ბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე დეკლა­რან­ტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენ­ტებიდან წარდგენილი უნდა იქნეს საქონლისა და მისი გადაად­გილების, სატრანსპორტო საშუალების სახე­ობის და კანონმდებ­ლობით განსაზღვრუ­ლი სხვა პირობებიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტები: ა) ხელშეკრულება; ბ) შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშ­სწო­რებო დოკუმენტი); გ) სატრანსპორტო ზედდებული; დ) კონოსამენტი; ე) მანიფესტი; ვ) TIR-კარნეტის დოკუმენტი; ზ) ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა ან ხელშეკ­რუ­ლება; თ) სერტიფიკატები: თ.ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი; თ.ბ) საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი; თ.გ) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი; თ.დ) ვეტერინარული სერტიფიკატი; თ.ე) სანიტარიულ-ჰიგიენური სერტიფიკატი; თ.ვ) ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი; ი) საქონლის სპეციფიკაცია; კ) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურე­ბელი დო­კუ­მენტი; ლ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი); მ) ექსპერტიზის აქტი; ნ) საქონლის დათვალიერების აქტი; ო) საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი); პ) ჯარიმის გადახდის დოკუმენტი; ჟ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; რ) საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონ­ტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი; ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.     მუხლი 11🔗. საქონლის საბაჟო დათვალიერება, სინჯის ან/და ნი­მუშის აღება საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილებში საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით საბაჟო დამუ­შავების ოპერაციის ადგილას შეიძლება განხორ­ციელ­დეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანას­თან დაკავშირებული ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები 1. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის დროს, პირი, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალის­წი­ნებულ მოთხოვნებს, ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ აცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს აღნიშნული გარემოებების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ადგილ­მდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად; ბ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; გ) უზრუნველყოს საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანა უახლოესი საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ადგილზე. 2. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი საბაჟო ორგანო ვალდებულია განსაზღვროს ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ სხვა ადგილამდე მიტანის უზრუნველ­ყოფის ღონისძიებები. 3. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე დგება ოქმი და განადგუ­რების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო კანონმდებ­ლობით შესაბამისად. 4. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზ­ღაურებს საქონელსა და/ან სატრან­სპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი შესაბა­მისი პირი.     მუხლი 13🔗. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზ­ღვრელ ადგილებში დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიულ საბაჟო ორგანოში და ასევე, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურაში. 2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს განცხა­დე­ბაში დასმული საკითხი. გადაწყვე­ტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. 3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს; გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალ­ებების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით); დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხა­დებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას. 5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერი­ტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას. 7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმა­ყოფილება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომ­ლებსაც დაევალებათ საზღვრის გადმო­კვეთის ადგი­ლიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდვის ზედამხედველობა და გაცილება. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემ­თხვევებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პროცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენ­ლებთან კოორდინა­ციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით. 9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვა­ნელობა თავისი გადაწყვე­ტილების თაობაზე დაუყოვ­ნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენი­ლი წესით დამოწმებულ ასლებს. 10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზ­ღვრის გადაკვეთა განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 14🔗. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერილო­ბითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. 2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით.     მუხლი 15🔗. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება 1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონე­ლი საბაჟო ორგანოს თანხმობით შესაძლებელია შეი­ცვალოს საქართველოს საქონლით, თუ მისი აღწერი­ლობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება საბაჟო ტერი­ტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლა­რირებული შემოსატანი საქონლის შესაბამის მონა­ცემებს. 2. ეკვივალენტური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები განიხილება, როგორც ამ ინსტრუქციის დებულებათა შესაბამისად საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუ­შა­ვების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოტანილი საქონლის გადამუშავების პროდუქტი, ნაშთები ან/და ნარჩენები. 3. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ეკვივალენტურ საქონელს აქვს უცხოური საქონლის საბაჟო სტატუსი, ხოლო შემოტანილ საქონელს – საქართველოს საქონ­ლის საბაჟო სტატუსი. 4. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუ­შავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელია მხო­ლოდ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშა­ვების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. ასეთი საქონელი შემოტანილ უნდა იქნეს ნაშთების ან/და ნარჩენების გატანიდან ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.     მუხლი 16🔗. საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავების პროდუქტებში 1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით გადამუშავების პროდუქ­ტებში საქონლის იდენტიფიკა­ციისა­თვის დეკლა­რანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუა­ლებები: ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით; ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა; გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება; დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება. 2. გადამუშავების პროდუქტებში საქონლის იდენტი­ფიკაციისათვის საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები. 3. დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნ­ველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარ­დგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტრო­ლის განხორციელებით.     მუხლი 17🔗. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები 1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობებია: ა) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა; ბ) ეკონომიკურად მომგებიანი საშუალებით გადამუ­შავების პროდუქტების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობა; გ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა: გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს; გ.ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის, მისი გადამუ­შავების პროდუქტის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ; გ.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ; გ.დ) გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ; გ.ე) გადამუშავების პროდუქტში საბაჟო ტერიტო­რიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ; დ) დეკლარანტის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანების არქონა; ე) დეკლარანტის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელ­ზე იმპორტის გადასახდელების შესაბამისი გარანტიის წარდგენა, რომლის ფარგლებშიც იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა. 2. პირმა, რომელმაც მიიღო საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების უფლება, საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა საბაჟო ტერიტო­რიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საბაჟო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა საბაჟო ვალ­დებულება.     მუხლი 18🔗. საქონლის გადამუშავების ვადები 1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხან­გრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომე­ლიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის. 3. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძ­ველზე წინასწარ განსაზღვრული ვადა შესაძლე­ბელია გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ფარგლებში. 4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმ­ში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. 5. გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ გადამუ­შავების პროდუქტი, ნაშთი, ნარჩენები უნდა მოექცეს საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის ქვეშ არა უგვიანეს გადამუშავების ვადის გასვლამდე, ხოლო გადაუმუშავებელ საქონელს გაუგრძელდეს ვადა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ან მოექცეს საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის ქვეშ არა უგვიანეს გადამუშავების ვადის გასვლამდე. 6. გადაუმუშავებელ საქონელზე საბაჟო რეჟიმის ვადის გაგრძელების დროს წარედგინება ახალი სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია. 7. გადაუმუშავებელი საქონლის რეექსპორტის დროს საბაჟო ორგანოს წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია. 8. გადამუშავების პროდუქტის ან ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დროს მასზე წარედგინება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია და იგი გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზ­ღვრამდე „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლება­მოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები.     მუხლი 19🔗. გამოსავლიანობის ნორმა და მისი გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა 1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლია­ნობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგა­ნო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლე­ბიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს. 3. თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზ­ღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რის შედე­გადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პრო­დუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები, საბაჟო მიზნებიდან გამომ­დინარე, ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავ­ლია­ნობის სტანდარტულ ნორმებს.     მუხლი 20🔗. საბაჟო დავალიანების ოდენობის განსაზღვრა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას 1. თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუ­შავე­ბის პროდუქტის მიმართ, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება ამ საქონლის ან/და პროდუქტის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგის­ტრაციის დღეს იდენტური საქონლის ან/და პროდუქტის იმპორტისას მოქმედი კანონმდებლობით. 2. თუ საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშა­ვების საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირების დღისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ საქონლის იმპორტზე ვრცელდება შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის მიზნით მასზე ვრცელდება საბაჟო ტერიტო­რიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს იდენტური საქონლისათვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო გადასახდელების განაკვეთები. 3. თუ გადაუმუშავებელი უცხოური საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტო­რიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან იმპორტის გადასახდელებზე გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული საურავი.     მუხლი 21🔗. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებზე ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთებზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობა 1. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეო­ბაში იმპორტირებული საქონელი. 2. თუ საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქ­მნილი ნარჩენებისათვის ან/და გადაუმუშავებელი საქონ­ლის ნაშთებისათვის განისაზღვრა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა), ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა განსაზღვრული საბაჟო ოპერაციის სახის მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად.     მუხლი 22🔗. გადაუმუშავებელი საქონლის, გადამუშავების პროდუქტის ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გა­და­მუ­შავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გადა­უ­მუ­შა­­ვებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურ­ვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინე­ბული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქო­ნელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომ­პლექტებელი ნაწილები ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშა­ვების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარი­შებუ­ლი საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდე­ლი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებუ­ლი გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავ­ში­რებით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვა­ლისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ ინსტრუქციის მე-20 და 21-ე მუხლე­ბით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.     მუხლი 23🔗. იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან/და ჩათვლა 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობების შესრულების შემთხვევაში დეკლარანტს შეუძლია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და ჩათვლა, თუ იგი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულე­ბებს, რომ ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისგან მიღებული გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი: ა) გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, გარდა ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებუ­ლი შემთხვევისა, როდესაც საქონელი დაბრუნებულ იქნა 3 წლის განმავლობაში; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით მოქცეულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმ­ში ან/და საქონელი მიტანილია თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში. 2. გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავებელი საქონელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნ­ქტში აღნიშნული საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის განიხილება როგორც უცხოუ­რი საქონელი. 3. თუ გადამუშავების პროდუქტი ან გადაუმუშავე­ბელი საქონელი, რომე­ლიც მოქცეულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ რომელიმე საბაჟო რეჟიმში ან მიტანილია თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ საწყობში და გაიშვება თავისუფალ მი­მოქ­ცევაში, საბაჟო დავალიანება წარმოიშობა იმპორ­ტის გადასახდელების დაბრუნებული ან ჩათვლილი თანხის ოდენობით.