„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
120000000.22.026.017455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს

თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №21

 

2026 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ.ა“ ქვეპუნქტის, მე-9 ნაწილის, მე-13 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე

 აყვანისა და მოხსნის წესი


მუხლი 1. რეგულირების საგანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს სამინისტროს  სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და კვების კმაყოფიდან მოხსნის სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დროებითი დათხოვნა  სამუშაო/სწავლის დროის დასრულების შემდეგ სამუშაო/სწავლის ადგილის დატოვება მომდევნო სამუშაო/სწავლის დღის დაწყებამდე;

ბ) თავდაცვის ძალები – საქართველოს თავდაცვის ძალები;

გ) იუნკერი  თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული იუნკერი;

დ) კადეტი  თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული კადეტი;

ე) კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია  კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის თანხა;

ვ) მსმენელი  თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მსმენელი;

ზ) პირი  სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, სამოქალაქო პირი;

თ) სამკურნალო დაწესებულება  სსიპ  გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი, სამინისტროს სისტემაში არსებული ლაზარეთი;

ი) სამოქალაქო პირი  სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი, რომელსაც არ აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება;

კ) სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი  თავდაცვის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული პირი;

ლ) სამხედრო მოსამსახურე  სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურე;

მ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი  სამინისტროში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი;

ნ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი  საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

მუხლი 3. კვების კმაყოფა

1. პირის კვების კმაყოფა, ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, ხორციელდება სამუშაო ან სწავლების დროს, აგრეთვე მკურნალობის/რეაბილიტაციის განმავლობაში, კანონმდებლობით განსაზღვრული კვებით უზრუნველყოფის ნორმების შესაბამისად.

2. კვების კმაყოფაზე აყვანას ექვემდებარება:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, სამსახურის ადგილზე გამოცხადების დღიდან;

ბ) პროფესიული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, სამსახურის ადგილზე გამოცხადების დღიდან;

გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი (სურვილის შემთხვევაში) სამსახურის ადგილზე გამოცხადების დღიდან;

დ) საველე სწავლებაზე/წვრთნაზე წარგზავნილი სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირი, საველე სწავლების/წვრთნის ადგილზე გამოცხადების დღიდან;

ე) აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, მისი სამსახურში გამოძახების ან სამხედრო შეკრების გავლის განმავლობაში, სამსახურში გამოძახების ან სამხედრო შეკრების ადგილზე გამოძახების დღიდან;

ვ) სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი,  მისი ქვედანაყოფში გამოცხადებისას ან სამხედრო შეკრების გავლის განმავლობაში;

ზ) იუნკერი, სამხედრო სასწავლებელში გამოცხადების დღიდან;

თ) მსმენელი, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის, კაპიტნის საკარიერო კურსის, აგრეთვე სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მსმენელი სამხედრო მოსამსახურე, თუ ეს სამხედრო მოსამსახურე გამოთქვამს სურვილს აყვანილ იქნეს კვების კმაყოფაზე), სამსახურის ადგილზე გამოცხადების დღიდან;

ი) სამკურნალო დაწესებულებაში სტაციონარული მკურნალობისათვის მოთავსებული პირი, სტაციონარული მკურნალობისთვის განთავსების დღიდან;

კ) მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში მოთავსებული პირი, მოთავსების დღიდან. აგრეთვე, სარეაბილიტაციო სამსახურში მოთავსების გარეშე წარგზავნილი პირი, თუ მისი სარეაბილიტაციო სამსახურში ყოფნა ემთხვევა კვებისთვის დადგენილ დღის განრიგს;

ლ) სადღეღამისო განწესში, საბრძოლო მორიგეობაზე ან/და მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმში (ყაზარმულ მდგომარეობაზე) მყოფი პირი, სადღეღამისო განწესის, საბრძოლო მორიგეობის ან/და მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის (ყაზარმული მდგომარეობის) ხანგრძლივობის პერიოდში, სამსახურის ადგილზე გამოცხადების დღიდან;

მ) კადეტი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისი გამოცხადების დღიდან;

ნ) სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებული პირი  სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის ადგილზე გამოცხადების დღიდან.

3. კვების კმაყოფაზე არ აიყვანება პირი, რომელიც სამსახურს გადის:

ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში;

ბ) თავდაცვის ძალების მმართველობაში;

გ) გენერალური შტაბის:

გ.ა) დეპარტამენტებში/სამმართველოებში;

გ.ბ) სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში;

გ.გ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის მმართველობაში ან შტაბში;

დ) თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის:

დ.ა) მმართველობაში;

დ.ბ) მთავარ სამმართველოებში, გარდა დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საკომენდანტო სამმართველოს სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობისა;

დ.გ) სამმართველოებში და სამსახურებში;

დ.დ) აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების მმართველობებში და შტაბებში;

ე) თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში;

ვ) თავდაცვის ძალების სარდლობების და ეროვნული გვარდიის, ასევე მათ დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების (ბრიგადა, ბატალიონი, ცალკეული ასეული, ესკადრილია, ბაზა, ცენტრი, სკოლა, კურსი) მმართველობებში და შტაბებში, აგრეთვე თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) (გარდა საბრძოლო მომზადების ცენტრის მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი (OPFOR) ასეულისა) და საერთო საჯარისო ცენტრში (გარდა სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელისა);

ზ) სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, გარდა იუნკერისა და მსმენელისა.

4. კვების კმაყოფაზე აყვანა და კმაყოფიდან მოხსნა ხორციელდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი, პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე, შესაძლებელია უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აყვანილ იქნეს კვების კმაყოფაზე.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, სამოქალაქო პირთა კვების კმაყოფაზე აყვანა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ასევე საგანგებო სიტუაციის დროს;

ბ) წვრთნებში, კურსებსა და სწავლებებში მონაწილეობის დროს;

გ) სამსახურებრივი მივლინების დროს (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ) მორიგეობის დროს.

 მუხლი 4. კვების კმაყოფიდან მოხსნა

1. პირი კვების კმაყოფიდან იხსნება:

ა) სამსახურის (მათ შორის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების, აგრეთვე  მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურის) თვითნებურად დატოვების ან სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას;

გ) თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების/კადრების განკარგულებაში ყოფნისას,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს დაკისრებული აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;

დ) იუნკერის და კადეტის სტატუსის შეჩერების, აგრეთვე არდადეგების პერიოდში;

ე) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების პერიოდში, აგრეთვე ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ მივლინების ადგილზე არ ხდება კვების კმაყოფაზე აყვანა;

ვ) დროებითი დათხოვნის პერიოდში;

ზ) შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის ან მისი ფუნქციონირების შეჩერების გამო;

თ) სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში სტაციონარულ მკურნალობისათვის სტაციონარში მოთავსებისას;

ი) სხვა შემთხვევებში, როდესაც არ ხორციელდება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი კვების კმაყოფიდან იხსნება უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3. პირადი შუამდგომლობის საფუძველზე ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინიციატივით, სამსახურის სპეციფიკის ან ცალკეულ სამსახურებრივ გარემოებათა გამო, კვების კმაყოფიდან შესაბამისი ბრძანებით შეიძლება მოიხსნას:

ა) მძღოლი (რომელიც მიმაგრებულია სამეთაურო ან სპეციალური დანიშნულების ავტომანქანაზე);

ბ) ლოჯისტიკის მომარაგების სპეციალისტი;

გ) სამედიცინო (საბრძოლო მედიკოსი, ექთანი) და ინსტრუქტორის თანამდებობაზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურე;

დ) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრისა და სამხედრო სარიტუალო სამსახურის, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურე.

მუხლი 5. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციით უზრუნველყოფა

კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით.