„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №26 |
|
2026 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 18/012/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010320000.22.026.017422) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხედრო მოსამსახურეს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება, გარდა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა. ამასთან, პირს კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია უნარჩუნდება, თუ მივლინების ადგილსა და სამუშაო ადგილს შორის დაშორება არ აღემატება 30 კილომეტრს და იმავდროულად პირი არ არის აყვანილი კვების კმაყოფაზე. “. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|