„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017458
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №24

2026 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ, №19, 10/02/2006, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.008.144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ.“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის კოდექსის 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი, 1¹, 1², 1³ და 1​4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს კვებით უზრუნველყოფის ნორმები – დანართი №1.

1¹. ამ ბრძანებით დამტკიცებული კვებით უზრუნველყოფის ნორმები წარმოადგენს კვებით უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს და მათი გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში.

1². კვებით უზრუნველყოფა ითვალისიწინებს კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას. შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდება, გარდა ამავე ბრძანებით დადგენილი გამონაკლისებისა, არ ვრცელდება ხორცის, თევზისა და მათგან დამზადებული კერძების მიწოდებაზე.

1³. ამ ბრძანებით დამტკიცებულ კვებით უზრუნველყოფის ნორმებში მოცემული კვების პროდუქტების ჩანაცვლება სხვა პროდუქტებით შესაძლებელია ამ ბრძანების შესაბამისად ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. პროდუქტების ჩანაცვლებამ არ უნდა გამოიწვიოს  კვებით უზრუნველყოფის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის ერთობლივი კალორიული ღირებულების შემცირება.

1​4. ამ ბრძანებით განსაზღვრული კვებით უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსხურეზე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეზე, აგრეთვე, რეზერვის უმცროსი ოფიცრისა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე მიღებულ პირზე.“.

3. ბრძანების 1​5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. ბრძანების 1​7 და 1​8  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​7 . ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნორმებში ჩამოთვლილი პროდუქტები არ გაიცემა ან მათი შემცირება შესაძლებელია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თუ ეს არ გამოიწვევს კვებით უზრუნველყოფის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის ერთობლივი კალორიული ღირებულების შემცირებას.  

1​8საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებით. ამასთან, ხორცი და ხორცის პროდუქტები მიეწოდებათ დღიურად 400 გრამი, ხოლო თევზი და თევზის პროდუქტები – დღიურად 160 გრამი.“.

5.  ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა)  №1 ნორმის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმა №1

კვებით უზრუნველყოფის საერთო ნორმა“;

ბ) №1 ნორმის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფის ნორმები ასევე ვრცელდება აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირზე გამოძახების, ხოლო სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირზე სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევის დროს.“.

გ)  №4 ნორმის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„№4 ნორმა

სამკურნალო კვებით უზრუნველყოფის ნორმა“;

დ)  №5 ნორმის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

№5 ნორმა

მშრალი ულუფით კვებით უზრუნველყოფის ნორმა“;

ე) №5 ნორმის ცხრილ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე გრაფა:

 22

  მშრალი სპირტი

              ც

               1

 ვ) №5 ნორმის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. მშრალი ულუფით პირი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ძირითადი ნორმის პროდუქტებიდან ცხელი კერძის მომზადება.

2. მშრალი ულუფით კვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ზედიზედ 3 დღე-ღამეს (განსაკუთრებულ შემთხვევაში, არაუმეტეს ზედიზედ 7 დღე-ღამისა).

3. მშრალი ულუფის კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს 3500-4300 კილოკალორიას.

4. ამ ნორმის  ცხრილ №1-ში აღნიშნული პროდუქტები მშრალი ულუფის  დაკომპლექტებისას უცვლელია, ხოლო რაოდენობა განისაზღვრება დაფასოების მიხედვით, კალორაჟის დაცვით.

5. მშრალი ულუფის დაკომპლექტებისას ამ ნორმის ცხრილ №1-ში ჩამოთვლილ ძირითად პროდუქტებს, საჭიროების გათვალისწინებით, შერჩევით დაემატოს ამ ნორმის ცხრილი №2-ით განსაზღვრული პროდუქტები (ნივთები). ამ ნორმის ცხრილი №2 - ის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტის მშრალი ულუფის დაკომპლექტება.

6. კვების პროდუქტების შეცვლისას გამოიყენება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით ჩანაცვლების ნორმები.

*მშრალი ულუფის გალეტის გარეშე დაკომპლექტებისას უშუალოდ სამხედრო ნაწილში დასაშვებია 300-400 გრამი გალეტის ნაცვლად გაიცეს 750 გრამი თეთრი პური I ხარისხის ფქვილისგან.“;

ზ) №5​1 ნორმის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

№5​1 ნორმა

განწესებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილე პირისთვის კვების ეტაპებად გადანაწილებული დღიური  ულუფისა და სხვა ნივთების ნორმა“;

თ) №5​1 ნორმას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 გრაფა:

19

  მშრალი   სპირტი

        ცალი

       1

        2 

        1

         4

ი) №5​1  ნორმის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

1. №5​1 ნორმით გათვალისწინებული ულუფა და ნივთები შესაბამის პირზე  გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მიზანშეუწონელია/შეუძლებელია მათი კვებით უზრუნველყოფა საყაზარმე კვების პირობებში.

2. კვების პროდუქტების ჩანაცვლებისას გამოიყენება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით ჩანაცვლების ნორმები.

3. დასაშვებია ცხრილში მოცემული პროდუქტების გრამაჟი შეიცვალოს მეტობისკენ (შეფუთვიდან გამომდინარე).

4. ხილი შესაძლებელია ჩანაცვლდეს 80 გრამი კარამელით.

5. №5​1 ნორმით გათვალისწინებული ულუფის დღიური კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს 4000-4700 კილოკალორიას.

6. დასაშვებია სადილის მენიუში 70 გრამი „საკონდიტრო ნაწარმი შეფუთვით“ და 30 გრამი „ყველი მდნარის“ ნაცვლად გაიცეს 70 გრამი „თხილეულის ნუგბარი ხილის არომატით“.

7. დასაშვებია სადილის მენიუში 50 გრამი ,,სუპი სწრაფი მომზადების (ერთჯერადი ჯამით/ჭიქით)“ ნაცვლად, გაიცეს 100 გრამი ,,ბურღულის ან/და ბოსტნეულის მზა დაკონსერვებული კერძი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი