„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.018007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №100

2026 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ვ) რადიოაქტიური მასალის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნების, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის ნებართვა;“.

2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ14“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ და „ჰ16“ ქვეპუნქტები:

„ჰ15) სპირტიანი სასმელების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სპირტიანი სასმელის „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას;

16) სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში − „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული „იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადება“ (დანართი №6)“;

ბ) დანართი №8-II-02 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №8-II-02

 ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები

შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით

დოკუმენტის დასახელება

თავისუ-ფალ მიმოქცე-ვაში გაშვება

მიზნობირი დანიშნუ-ლებით გამოყენება

საბაჟო საწყობი

რეექსპორტი

დროებით შემოტანა

ექსპორტი

ტრანზიტი

შიდაგადა-მუშავება

გარეგადა-მუშავება

დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია

*

*

*

   

*

   

*

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით, ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია

         

*

   

*

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

   

არსებობის შემთხვევაში

     

არსებობის შემთხვევაში

   

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

   

*

*

*

*

ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

*

 

*

*

*

*

რადიოაქტიური მასალის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნების, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის ნებართვა

*

*

*

*

 

*

*

 

*

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა

*

*

 

 

 

 

 

 

 

რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა

         

*

     

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა

*

*

*

*

*

*

     

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

*

*

*

*

*

*

*

 

*

უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა

     

*

*

 

*

   

საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა

*

*

*

 

*

*

     

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

*

*

*

*

*

   

*

*

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

     

*

 

*

   

*

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

           

*

   

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა

*

*

     

*

   

*

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა

*

*

             

საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა

         

*

   

*

დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული)

     

*

         

სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა

*

*

*

*

*

   

*

*

სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

     

*

 

*

   

*

სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

           

*

   

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა

         

*

     

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა

*

*

*

*

*

       

შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა

*

*

   

*

*

     

იოდიზებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი

*

*

*

           

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი

     

საჭიროების შემთხვევაში

 

საჭიროების შემთხვევაში

საჭიროების შემთხვევაში

 

საჭიროების შემთხვევაში

ვეტერინარული სერტიფიკატი

     

ასლი (დედანი მიყვება დანიშნულები-სამებრ)

 

საჭიროების შემთხვევაში

*

 

საჭიროების შემთხვევაში

სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა

*

*

     

*

     

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 – სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონელსა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მეორადი მოხმარების საქონელზე – ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი

*

*

             

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებული საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები

     

*

 

*

*

 

*

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა

     

*

 

*

*

 

*

სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და 2207 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ექსპორტისას (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი

         

*

     

სეს ესნ-ის 2204, 2205 და 2208 20 კოდებში კლასიფიცირებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისას, თითოეულ პარტიაზე (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი

*

*

             

სეს ესნ-ის 2207 10 000 00 და 2208 30 – 2208 90 სასაქონლო კოდებში კლასიფიცირებული არაყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი

         

*

     

 “.

3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19):

ა) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“) „625“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„625

2028 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)“;

           

ბ) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“):

ბ.ა) „014“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„014

რადიოაქტიური მასალის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნების, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის ნებართვა“.

 

ბ.ბ)  „604“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს „605“, „606“ და „607“კოდების გრაფები შემდეგი რედაქციით:

„605

მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სპირტიანი სასმელის „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას

606

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული „იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადება“ (დანართი №6)

607

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი