საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესის და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილებით განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.12.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1766
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.705
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 22/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.06.2003
დოკუმენტის ტექსტი
საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესის და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილებით განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; color:black;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 42.5pt 40.5pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.705
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1766
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ” ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის” განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონა (დანართი №2);
გ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის” განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონა (დანართი №3);
დ) საქართველოს სასაზღვრო სარკინიგზო სადგურების გავლით სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონები:
დ.ა) „გარდაბანი” – რკინიგზის სადგურის ტერიტორიის სალიანდაგო ნაწილი;
დ.ბ) „სადახლო” – რკინიგზის სადგურის ტერიტორიის სალიანდაგო ნაწილი;
დ.გ) „თბილისი-დამხარისხებელი” – მიმღები პარკის სალიანდაგო ტერიტორია;
დ.დ) „ზესტაფონი” – მიმღები პარკის სალიანდაგო ტერიტორია;
დ.ე) „ახალიციხე” – რკინიგზის სადგურის სატვირთო ეზო.
2. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სწრაფი სამგზავრო მატარებლის მიმოსვლასთან დაკავშირებული სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. სხვა ადგილებში, აუცილებლობიდან გამომდინარე (უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების შეუფერხებლად), საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების პერიოდში, დროებით საბაჟო კონტროლის ზონად შეიძლება გამოცხადდეს სარკინიგზო სადგურების შესაბამისი ტერიტორია, სადაც იმყოფება საბაჟო კონტრლოს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
3. სარკინიგზო სადგურებში საბაჟო კონტროლის ზონის საზღვარი აღინიშნოს სპეციალური მაჩვენებლებით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 5 ივნისის №300 ბრძანება;
ბ) „საბაჟო გამშვები პუნქტის “ყაზბეგის” განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის №344 ბრძანება;
გ) „საბაჟო-გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის” განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №543 ბრძანება;
დ) „საქართველოს საბაჟო საზღვარზე სარკინიგზო ტრანპორტით გადაადგილებული საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 6 დეკემბრის №396 ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
დანართი №1
ინსტრუქცია
საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საბაჟო კონტროლის ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი და მონიშნული ნაწილი, სადაც საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საბაჟო კონტროლის ყველა ღონისძიება.
2. საბაჟო კონტროლის ზონა მოიცავს საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სასაზღვრო პუნქტებს, ტერიტორიულ წყლებს, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილს და საბაჟო საწყობებს, აგრეთვე ხმელეთის, შიდა წყლებისა და შენობა-ნაგებობების ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც საბაჟო პროცედურების მუდმივი ან დროებითი განხორციელებისათვის გამოყო საბაჟო ორგანომ მესაკუთრესთან ან კანონიერ მფლობელთან შეთანხმებით, თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი.
3. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო პროცედურების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებისათვის საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
5. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო პროცედურების განხორციელების ზუსტ ადგილს განსაზღვრავს საბაჟო ორგანო.
მუხლი 2🔗. საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრა
1. საბაჟო კონტროლის ზონები შეიძლება შეიქმნას საქართველოს საბაჟო საზღვრის გასწვრივ, აგრეთვე საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისა და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების დაცვით შესაბამის ადგილებში:
ა) საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების, საბაჟო დამუშავების ოპერაციების გამოყენების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განლაგებული საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილებში;
ბ) ელექტროსადგურების, ქვესადგურების, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მაგისტრალური მილსადენების, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურების და სხვა მოწყობილობების განლაგების ადგილებში, რომლებიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის;
გ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიებზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა;
დ) საბაჟო საწყობების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო საწყობის, დროებითი დასაწყობებისათვის საქონლის შენახვის სხვა ადგილების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, თავისუფალი ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე და ნაგებობებში;
ე) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტებისა და საზღვაო პორტების შემოფარგლულ ტერიტორიებზე;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის მატარებელში;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებთან (სამმართველოები, სახაზო განყოფილებები) განთავსებული საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილები;
თ) საერთაშორისო საფოსტო მომსახურების ადგილები.
2. საბაჟო კონტროლის ზონების სტატუსს ღებულობს ის ტერიტორიები, ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდები, სარკინიგზო შემადგენლობები), სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების პერიოდში.
მუხლი 3🔗. საბაჟო კონტროლის ზონების შექმნა
1. საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონის ადგილები იქმნება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართებით, გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების გამოცემის გარდა საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების შექმნა მოიცავს:
ა) საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრების განსაზღვრას, მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ ზონის გადაკვეთის ადგილების მითითებით;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიის აღმნიშვნელი ნიშნების გამოკვრას და ზონის მონიშვნებს;
გ) შესაბამისი ორგანოების შეტყობინებას საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე.
3. საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში მიეთითება:
ა) საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლები;
ბ) საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრის გადაკვეთის ადგილები;
გ) საბაჟო კონტროლის ზონის აღმნიშვნელი საშუალებების განთავსების ადგილები;
დ) ზონის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.
4. საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე ფინანსთა მინისტრის ბრძანებას თან ერთვის გრაფიკული ნახაზი (გეგმა ან რუკა) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიის ფარგლების, გასასვლელებისა და მონიშვნების შესახებ.
5. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების ჩატარების ადგილები ავტომატურად ღებულობს საბაჟო კონტროლის ზონის სტატუსს, რომელიც უქმდება საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების დამთავრებისთანავე.
6. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებში (საბაჟო საგუშაგოებში) საბაჟო კონტროლის ზონების შექმნა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები საბაჟო კონტროლის ზონის შექმნისას
1. საბაჟო კონტროლის ზონა აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იყოს შემოღობილი და დაცული, ისე, რომ ამ ზონაში საქონლისა და სატრანსორტო საშუალებების შესვლა და აქედან გასვლა შეუძლებელი იყოს საბაჟო ორგანოს გვერდის ავლით და გამორიცხული უნდა იყოს უცხო პირების მიერ მათი ხელყოფა.
2. საბაჟო კონტროლის ზონა უნდა იმყოფებოდეს ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ იგი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბაჟო ორგანოს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს საბაჟო კონტროლის ზონის მთელ ტერიტორიას, მიიღოს ინფორმაცია პირების ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ, რათა გამოავლინოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლისა და პირადი ნივთების გადამალვა, სხვა პირებზე გადაცემა, ნავსადგურის, აეროპორტის, რკინიგზის თანამშრომელთა, მტვირთავების უსაფუძვლო დაინტერესება საქონლით, ბარგით, კონტეინერებით, სატრანსპორტო საშუალებებით და სხვა.
3. საბაჟო კონტროლის ზონის ხედი საზღვაო ნავსადგურებში, ტერიტორიულ და შიდა წყლებში უნდა იძლეოდეს ვიზუალური დაკვირვების შესაძლებლობას, რომელიც გამორიცხავს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფ გემებთან უცხო მცურავი საშუალებების მიდგომას, რაიმეს გემზე ატანას ან გემიდან ჩამოტანას.
4. საბაჟო კონტროლის ზონები აუცილებლად უნდა მოიცავდეს:
ა) საერთაშორისო აეროპორტებში – მოფრენისა და გაფრენის ზონებს და სექტორებს;
ბ) საზღვაო ნავსადგურებში – სამგზავრო დარბაზებს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზლებში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილებს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსებს.
მუხლი 5🔗. საბაჟო კონტროლის ზონების მონიშვნა
1. საბაჟო კონტროლის ზონების მონიშვნა ხდება სწორკუთხა სამკუთხედის ფორმის ნიშნებით, რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულია წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა” („Customs control zone”). აღნიშნული ნიშნები ითვლება საბაჟო კონტროლის ზონების მთავარ აღმნიშვნელად. საბაჟო კონტროლის ზონა შეიძლება აღინიშნოს უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონის პერიმეტრზე მდებარე ღობეზე ან შენობაზე წარწერით „საბაჟო კონტროლის ზონა” („Customs control zone”). დასაშვებია ქართულ და ინგლისურ ენებთან ერთად წარწერა გაკეთდეს სხვა ენაზეც.
2. საბაჟო კონტროლის ზონის აღმნიშვნელი ნიშნები, რომლებიც იდგმება საავტომობილო გზებზე, უნდა დამზადდეს საგზაო მოძრაობის ნიშნების დამზადების ტექნოლოგიისა და სტანდარტების შესაბამისად.
3. საბაჟო კონტროლის ზონების მონიშვნა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ლენტებით, ფირნიშებით და სხვა საინფორმაციო მინიშნებებით.
4. საბაჟო გამშვებ პუნქტებში (საბაჟო საგუშაგოებში), აგრეთვე საბაჟო საწყობების, საქონლის დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილი შენახვის სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონების აღნიშვნა ხდება მათი ტერიტორიების პერიმეტრებზე. აღნიშნული ნიშნები კეთდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი დანახვა ორივე მხრიდან.
მუხლი 6🔗. საბაჟო კონტროლის ზონის გაუქმება
1. საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილის, საქართველოს საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) გაუქმების, საბაჟო პროცედურების ჩატარებისა და საბაჟო რეჟიმების გამოყენების ადგილის გაუქმების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. საბაჟო საწყობების ტერიტორიებზე და დროებითი დასაწყობებისათვის საქონლის შენახვის სხვა ადგილებზე საბაჟო კონტროლის ზონები უქმდება, შესაბამისად, აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვების გაუქმებასთან და დროებითი დასაწყობებისათვის საქონლის შენახვის სხვა ადგილებზე ოპერაციების დასრულებასთან ერთად.
3. საბაჟო კონტროლის ზონის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საბაჟო კონტროლის ზონების გაუქმება დასაშვებია, თუ მის ტერიტორიაზე არ ხორციელდება საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების გადაადგილება.
დანართი №2
საბაჟო კონტროლის ზონის მონაცემები
1. საკადასტრო №74
2. მისამართი: ზონა 74, სექტორი 001, კვარტალი 04, ნაკვეთი 003.
3. ფართობი 22000 მ2
დანართი №3
საკადასტრო რუკა მასშტაბი:
მიწის ნაკვეთი: სარეგისტრაციო №
საკადასტრო №
ზონა სექტორი კვარტალი ნაკვეთი
მისამართი
თარიღი ფართობი:
მოსარგებლე:
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი
ბ.ა.
სახელმწიფო რეგისტრატორი