„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-20 |
|
2026 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
1. 16 3 მუხლის მე-11 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ან ამ ორგანოთა მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრებაში/მმართველობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუ ეს მიწა გამოიყენება ამავე ორგანოთა უფლებამოსილების განხორციელების საჭიროებისათვის.“.
2. 21-ე მუხლის:
ა) 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უნდა გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება, იგეგმება სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ან/და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციონირებისთვის საჭირო ობიექტების განთავსება, საგზაო ინფრასტრუქტურის (გზა, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, საბაგირო), პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედნის, სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობა ან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უნდა გახდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ფაქტობრივი მდგომარეობით მოწყობილია ბაღი/ სკვერი;“.
ბ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტებით დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – ქონების მართვის სააგენტო). ქონების მართვის სააგენტო ადგენს ამ მუხლის 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობით მიწის ნაკვეთის განვითარების საჭიროებას, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების გამოცემის შემდგომ, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციულ ორგანო განიხილავს კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის საკითხს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კ-2 კოეფიციენტის გამოთვლას უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარებისათვის პოლიტიკის შემუშავებაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული.“.
3. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე ქალაქგეგმარებითი პოზიციის მოქმედების ვადაა 1 წელი.“.
4. 391 მუხლის მე-11, 111 და 112 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ავარიული სახლის ჩანაცვლების ფარგლებში აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის ფართობის ტოლი ფართობი გარემონტებულ მდგომარეობაში.
111. თუ ავარიული სახლის მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი არის 15 კვადრატულ მეტრამდე, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს მიეცემა კომპენსაცია თითოეული კვადრატული მეტრისათვის ამ მუხლის 131 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
112. თუ ავარიული სახლის მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი არის 15 კვადრატული მეტრი ან აღემატება 15 კვადრატულ მეტრს, მაგრამ ახალ შენობა-ნაგებობაში, მისი გეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზუსტად იმ ფართის გამოყოფა რა ფართსაც ავარიული სახლის მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ფლობდა, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი ფართი იმ ოდენობამდე, რა ოდენობამდეც შეუძლებელია დამოუკიდებელი საკუთრების გაჩენა, მაგრამ არაუმეტეს 30 კვადრატული მეტრის ფართისა.“.
5. 395 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ფასის ოდენობას გამოითვლის ეკონომიკური განვითარებისათვის პოლიტიკის შემუშავებაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული.“.
|