„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430150000.22.022.018828
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №49/ნ

2026 წლის 6 აპრილი

ქ. თბილისი

 

„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430150000.22.022.016863) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი და პირობების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგრანტო კონკურსი მოიცავს ევროსტატისა (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს (6 მიმართულებას) და ქვემიმართულებებს:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები;

ა.გ) ფიზიკური მეცნიერებები;

ა.დ) ქიმიური მეცნიერებები;

ა.ე) დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;

ა.ვ) ბიოლოგიური მეცნიერებები;

ა.ზ) სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები:

ბ.ა) სამოქალაქო ინჟინერია;

ბ.ბ) ელექტროინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო ინჟინერია;

ბ.გ) მექანიკური ინჟინერია;

ბ.დ) ქიმიური ტექნოლოგია;

ბ.ე) მასალათა ტექნოლოგია;

ბ.ვ) სამედიცინო ტექნოლოგია;

ბ.ზ) გარემოს შემსწავლელი ინჟინერია;

ბ.თ) ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია;

ბ.ი) სამრეწველო ბიოტექნოლოგია;

ბ.კ) ნანოტექნოლოგია;

ბ.ლ) სხვა საინჟინრო ტექნოლოგიები.

გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები:

გ.ა) ფუნდამენტური მედიცინა;

გ.ბ) კლინიკური მედიცინა;

გ.გ) ჯანმრთელობის მეცნიერებანი;

გ.დ) სამედიცინო ბიოტექნოლოგია;

გ.ე) მედიცინის სხვა დარგები.

დ) აგრარული მეცნიერებები:

დ.ა) სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა;

დ.ბ) მეცხოველეობა და მერძევეობა;

დ.გ) ვეტერინარული მეცნიერებანი;

დ.დ) სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიები;

დ.ე) სხვა აგრარული მეცნიერებები.

ე) სოციალური მეცნიერებები:

ე.ა) ფსიქოლოგია;

ე.ბ) ეკონომიკა და ბიზნესი;

ე.გ) განათლების მეცნიერებანი;

ე.დ) სოციოლოგია;

ე.ე) სამართალი;

ე.ვ) პოლიტიკური მეცნიერებები;

ე.ზ) სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია;

ე.თ) მედია და კომუნიკაცია;

ე.ი) სხვა სოციალური მეცნიერებები.

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ვ.ა) ისტორია და არქეოლოგია;

ვ.ბ) ენები და ლიტერატურა;

ვ.გ) ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია;

ვ.დ) ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა);

ვ.ე) სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.04.2026.
როდის იქნა მიღებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430150000.22.022.018828.
რამდენი მუხლისგან შედგება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №49/ნ, 06.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 430150000.22.022.018828 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6821808/