„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
120110000.22.026.017454
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №20

 2026 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №31 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნები (დანართი №1).“.

2. №1 დანართის:

ა) №1-№4 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №14 პლანშეტის შემდეგ დაემატოს №15 პლანშეტი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2

პლანშეტი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი სამხრეები ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის

  1. ნიმუშები სამხედრო წოდებებისათვის:

  1. ნიმუშები დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისათვის:

  1. აღწერილობა:

ა) სამხრეები გამოიყენება ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის, რომლებიც მზადდება მწვანე (ხაკი) ფერის ქსოვილისაგან, გარდა ავიაციის გვარეობისა, რომელიც მზადდება ლურჯი ფერის ქსოვილისაგან;

ბ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის სამხრეების ფორმა - ტრაპეცია, ზომები - 55 მმ X 60 მმ X 95 მმ, გარშემოვლებული კანტი - 2 მმ;

გ) უფროსი და უმცროსი ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების შემადგენლობისთვის სამხრეების ფორმა - ტრაპეცია, ზომები - 55 მმ X 60 მმ X 95 მმ;

დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 25 მმ;

ე) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხრეების ვარსკვლავებს, უკანა მხრიდან ემატება 15მმ დიამეტრის შვიდქიმიანი ალისფერი ვარსკვლავი;

ვ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 21 მმ;

ზ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 15 მმ;

თ) სერჟანტების, კაპრალების და რიგითების შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი თითოეული თასმის სიმაღლე - 6 მმ, სიგანე - 30 მმ, თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;

ი) გარდა დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისა, ვარსკვლავები, თასმები, წნულები და გარშემოვლებული კანტი ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის იქარგება ოქროსფერი ძაფით;

კ) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებების ვარსკვლავები, თასმები, წნულები და გარშემოვლებული კანტი ყოველდღიური და სააღლუმე ფორმისათვის იქარგება ვერცხლისფერი ძაფით.

პლანშეტი №2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდებების აღმნიშვნელი

საველე სამკერდე ნიშნები

  1. ნიმუშები სამხედრო წოდებებისათვის:

  1. ნიმუშები დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისათვის:

  1. აღწერილობა:

ა) სამკერდე ნიშნები გამოიყენება საველე ფორმისათვის, რომლებიც მზადდება ფორმის შესაბამისი კომუფლირებული ფერის ქსოვილისაგან, ზომები: 45 მმ X 50 მმ;

ბ) ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 11,5 მმ;

გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საველე სამკერდე ვარსკვლავებს, უკანა მხრიდან ემატება 9მმ დიამეტრის შვიდქიმიანი ალისფერი ვარსკვლავი;

დ) სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი თითოეული თასმის სიმაღლე - 5 მმ, სიგანე - 25 მმ, თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;

ე) გარდა დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისა, ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე ფორმისთვის იქარგება შავი ძაფით;

ვ) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებების ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე ფორმისათვის იქარგება ვერცხლისფერი ძაფით.

პლანშეტი №3

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი

სამკერდე ნიშნები დათბუნული ქურთუკისათვის

  1. ნიმუშები სამხედრო წოდებებისათვის:

  1. ნიმუშები დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისათვის:

  1. აღწერილობა:

ა) დათბუნული ქურთუკის სამხედრო წოდებების სამკერდე ნიშნები მზადდება ფორმის შესაბამისი კომუფლირებული ფერის ქსოვილისაგან;

ბ) ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების შემადგენლობისთვის სამკერდე ნიშნების ფორმა - მართკუთხედი, ზომები: 50 მმ X 55 მმ;

გ) ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 12,5 მმ;

დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამკერდე ვარსკვლავებს დათბუნებული ქურთუკისათვის, უკანა მხრიდან ემატება 9მმ დიამეტრის შვიდქიმიანი ალისფერი ვარსკვლავი;

ე) სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი თითოეული თასმის სიმაღლე - 5 მმ, სიგანე - 25 მმ, თასმებს შორის ინტერვალი - 2 მმ;

ვ) გარდა დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისა, ვარსკვლავები, თასმები და წნულები დათბუნული ქურთუკისთვის იქარგება შავი ძაფით.

ზ) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებების ვარსკვლავები, თასმები და წნულები დათბუნული ქურთუკისთვის იქარგება ვერცხლისფერი ძაფით.

პლანშეტი №4

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო წოდებების აღმნიშვნელი

ნიშნები კეპის, პანამის და ბერეტისათვის

  1. ნიმუშები სამხედრო წოდებებისათვის:

  1. ნიმუშები დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისათვის:

  1. აღწერილობა:

ა) სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ნიშნები მზადდება საველე კეპისთვის და პანამისთვის ფორმის შესაბამისი კომუფლირებული ფერის ქსოვილისაგან, ხოლო ბერეტისათვის იმავე ფერის ქსოვილისაგან, რა ფერიც არის თვითონ ბერეტი, ზომები 40 მმ X 50 მმ;

ბ) ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელი ვარსკვლავის დიამეტრი - 8 მმ;

გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდების აღმნიშვნელ ვარსკვლავებს კეპის, ბერეტისა და პანამისათვის, უკანა მხრიდან ემატება 6მმ დიამეტრის შვიდქიმიანი ალისფერი ვარსკვლავი;

დ) სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების შემადგენლობის წოდების აღმნიშვნელი თასმის სიმაღლე - 4 მმ, სიგანე - 20 მმ, თასმებს შორის ინტერვალი - 1 მმ;

ე) გარდა დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებებისა, ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე კეპისთვის და პანამისთვის იქარგება შავი ძაფით, ხოლო ბერეტისთვის იქარგება ოქროსფერი ძაფით;

ვ) დროებით მინიჭებული სამხედრო წოდებების ვარსკვლავები, თასმები და წნულები საველე კეპისთვის, პანამისთვის და ბერეტისთვის იქარგება ვერცხლისფერი ძაფით.

ნორმატიული-აქტი-3

პლანშეტი №15

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო

წოდებების აღმნიშვნელი დეტალები სამხედრო ფორმისათვის

ნიმუშები: