განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8714,7 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული
კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

8,714.7

04 01

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება

4,925.5

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

3,123.6

04 03

განათლების დაწესებულების ხელშეწყობა

475.4

04 04

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია

190.2

3.  პრიორიტეტი - განათლება (პროგრამული კოდი  0400)

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ასევე სასწავლო წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეთა ტრანპორტით უზრუნველყოფა.

3.1 პროგრამა -სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი  0401)

საჩხერის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 23 საბავშო ბაღი, ბაღის 4 განყოფილება ქალაქის ტერიტორიაზეა, ხოლო 19 სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებშია განლაგებული, დაწესებულებაში დასაქმებულია 354 თანამშრომელი, მათგან 301 ქალი და 49 მამაკაცი. მთლიანად რეგისტრირებულია 1044 აღსაზრდელი, რომელთაგან 504 არის გოგო, ხოლო 540 ბიჭი, რომელთა აღზრდას ემსახურება 66 აღმზრდელი ქალბატონი, მათგან 60 არის სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი,  აღმზრდელებთან ერთად მსახურობენ 67 აღმზრდელის თანაშემწე ქალბატონი; 25 მუსიკის მასწავლებელი, ხოლო სტანდარტის შესაბამისი მენიუს კერძების მომზადებას უზრუნველყოფს ჰასპის (HASP) სერთიფიკატის მქონე 23 მზარეული და 16 მზარეულის თანაშემწე.

პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის  ბავშვების სკოლისთვის მზაობა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ბავშვებისთვის იმ უნარჩვევების მიცემა რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სტანდარტებით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სერვისების მიწოდება.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.

3.2 პროგრამა - ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანა.

-სსიპ -საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია აღჭურვა;  სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია აღჭურვა;  სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია აღჭურვა;  სსიპ - ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია აღჭურვა;  შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის №3 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია აღჭურვა;  სსიპ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია აღჭურვა.

-სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლა; სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლა; სსიპ როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო და სოფელ ბაჯითის შერწყმული სკოლა; სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლა; "სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის (სოფელ დარყის შერწყმული სკოლისთვის) საჯარო სკოლა"; "სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლა (სოფელ ჯრიის შერწყმული სკოლისთვის)"; სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლა; სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქ.საჩხერის N3 საჯარო სკოლა.

-სსიპ სარეკის და ბაჯითის საჯარო სკოლების სახურავების  ნაწილობრივ შიდა სარემონტო სამუშაოები; სსიპ ჯრიის საჯარო სკოლის წინფარას სახურავის, ფასადის და ხის იატაკის რეაბილიტაციის სამუშაოები; სოფელ გორისის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიატაცია; სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის  შოთა რუსთაველის სახელობის საჩხერის #მე-3 საჯარო სკოლაში დაზიანებული გადახურვის და შიდა ოთახების რეაბილიტაცია; სსიპ ჯალაურთის  საჯარო სკოლის  კარებების რეაბილიტაციის სამუშაოები; სსიპ საირხის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაციის, გარე კიბის მოპირკეთების, პანდუსის მოწყობის და შშმ პითათვის სველი წერტილის მოწყობის სამუშაოები; სსიპ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლის სახურავის წყალშემკრები ღარების, სარინელის და ნაწილობრივ შიდა სარემონტოს სამუშაოები; სსიპ ქორეთის საჯარო სკოლის სახურავის და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები; სსიპ ორღულის საჯარო სკოლის მთავარი შესასვლელის კიბის რეაბილიტაციის და პანდუსის მოწყობის სამუშაოები; სსიპ სავანის საჯარო სკოლის სახურავის  და სპორტულ დარბაზში ჭერის რეაბილიტაციის სამუშაოები; სსიპ სისვაძეების საჯარო სკოლის მთავარი შესასვლელის კიბის რეაბილიტაციის, პანდუსის და წინფარას მოწყობის სამუშაოები; სსიპ მახათაურის საჯარო სკოლის სპოტ დარბაზში ხის იატაკის რეაბილიტაციის სამუშაოები; სსიპ ჩიხის საჯარო სკოლის სპორტ დარბაზში ხის იატაკის რეაბილიტაციის სამუშაოები; სოფელ მოხვაში სკოლის შენობის სადრენაჟე სისტემის მოწყობი; სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის  ჩამდინარე წყლის სისტემის (კანალიზაციის) და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა; სსიპ მოძვის საჯარო სკოლის  საკლასო ოთახების და გათბობის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები; სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო ასკოლა ჭაბურღილის ტუმბოს შეძენა მონტაჟი; საჭიროებიდან გამომდინარე სკოლებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

პროგრამების მიზანია: მოსწავლეების დროული გადაადგილება სასწავლო წლის განმავლობაში.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.

3.3 პროგრამა -განათლების დაწესებულების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი  0403)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესების, უნარების და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება არაფორმალური განათლების გზით. წრეებში ჩართული ბავშვები და მოზარდები ეუფლებიან როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ცოდნას და მონაწილეობენ შემოქმედებით აქტივობებსა და კონკურსებში. საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: საგნობრივი, მხატვრულ-შემოქმედებითი, სპორტული, ესტეთიკური ციკლის წრეები, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოლკლორული ანსამბლი "საწერეთლო", ბავშვთა საესტრადო წრეები, საბავშვო თეატრი "თე-არტი", თოჯინების თეატრი  "კოკროჭინა", ფოლკლორის  მუნიციპალური კლუბი "თავთუხები",  ბიოლოგიის მუნიციპალური კავშირი და ჭადრაკის მუნიციპალური კლუბი, ასევე ფუნქციონირებს საბალეტო სტუდია. საგნობრივ წრეებში, კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებულია დაახლოებით 670-მდე მოსწავლე. აქედან გოგონების რაოდენობა შეადგენს 390, ხოლო ბიჭების რაოდენობა 280.

ქვეპროგრამის მიზანი:  მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია . ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარება. თეატრალური სფეროსადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდა, სპორტში მოსწავლეთა ჩართულობა. მოზარდებში სოციალური უნარების განვითარება და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.

3.4 პროგრამა - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 04)

მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საჭიროების მიხედვით იგეგმება საბავშვო ბაღებში და მათ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები.

-სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღჭურვა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. კომფორტული და უსაფრთხო გარემო.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG