საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) 36 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37 ნაწილი:
„37. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 528 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას საგადასახადო ორგანო გამოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანო არ არის უფლებამოსილი, ამ მუხლის მე-3 და 32−37 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ (უფლებამოსილ) ორგანოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1456-Vმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1456-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.103045.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1456-Vმს-XIმპ, 01.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.103045 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6823074/