1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და შექმნას ამისათვის ხელსაყრელი გარემო.
2. დაინტერესებული პირის მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილის მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია ,,საქართველოს წითელი ნუსხისა“და ,,წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით.
3. მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელი დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევებ