„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ფაქტორინგი – „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება;“.
2. მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს ნებისმიერი ოდენობის წილს „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფაქტორინგულ კომპანიაში, აგრეთვე იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობაც არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისთვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე.“.
3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სესხების გაცემა, სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგი, კომერციული გარიგებების დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა, ფორფეტირების ჩათვლით;“.
4. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ3“ ქვეპუნქტი:
„ა.ვ3) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1461-Vმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1461-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.05.001.103048.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1461-Vმს-XIმპ, 01.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.103048 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6823411/