„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.139.016605
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 31 მარტი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2013, 210020010.35.139.016089);

1. დადგენილების  მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტით დამტკიცებული - „გასაწევი მომსახურების  გადასახადი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე, ობიექტების მიხედვით“ დანართი №1 ცხრილის მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები

ღია საერთო ფართის 1მ2

0,02

0,023

დახურული საერთო ფართის 1მ2

0.14

0.16

2. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული – „გასაწევი მომსახურების გადასახადი დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში და სოფლებში: ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე, ობიექტების მიხედვით“ დანართი №2 ცხრილის მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები

ღია საერთო ფართის 1მ2

0,02

0,03

დახურული საერთო ფართის 1მ2

0.14

0.18

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდანსაკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ფერაძე