განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6,471.8 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

(ათასი ლარი)

04 00

განათლება

6,471.8

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

5,500.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

443.2

04 03

საჯარო სკოლების დაფინანსება

528.6

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა

2026 წლის

ათასი ლარი

04 01

5 500,0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სრული საბავშვო ბაღი და 2 ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1200 -ზე მეტი ბავშვი. საბავშვო ბაღებში ჯამში დასაქმებულია 270 ადამიანი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:

ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

საბავშვო ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

საბავშვო ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;

ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

ა(ა)იპ - სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა

მოსალოდნელი შედეგი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და აღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობები, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1200-ზე მეტი ბავშვი.

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

2026 წლის

ათასი ლარი

04 02

443.2

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ახალქალაქის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ყოველწლიურად ხორციელდება არსებული სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა

სოფ. კორხის საბავშვაო ბაღის რეაბილიტაცია

მოსალოდნელი შედეგი

განათლების ხარისხის ამაღლება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.

პროგრამის დასახელება

კოდი

საჯარო სკოლების დაფინანსება

2026 წლის

ათასი ლარი

04 03

528.6

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ახალქალაქის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოცემული მიზნობრივი ტრანსფერით.

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს რომლებშიც არ არის საჯარო სკოლები შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სასკოლო ტრანსპორტით და მიიღონ საშუალო განათლება.

კავშირი მდგრადი განვითარების

მიზანთან

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვი