„დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.156.016593
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2026 წლის 31 მარტი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.156.016207) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;

ე) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევები.“.

2. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი