საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.
2. 188-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) ცხრილის მე-4 გრაფა ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) შენიშვნის მე-3−მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12−მე-18 ნაწილები:
„12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 4.50 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე.
14. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის ამ მუხლის მე-12 ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში 60 პროცენტით მცირდება.
15. აქციზის განაკვეთი ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს იმავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.
16. აქციზის განაკვეთი ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, შეადგენს იმავე ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგ ოდენობას.
17. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, აქციზის განაკვეთი შეადგენს 3 000 ლარს.
18. ამ მუხლის მიზნებისთვის მსუბუქი ავტომობილის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – სხვაობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის.“.
მუხლი 2. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით იბეგრება, თუ:
ა) ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 2 აპრილამდე განხორციელდა;
ბ) ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნულია საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი, ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში 2026 წლის 2 აპრილამდე ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას და რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად მითითებულია კონტეინერის ნომერი და ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
გ) ავტომობილის საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადებით (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადებით (CMR)) ან გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად 2026 წლის 2 აპრილამდე მიღებას/ჩატვირთვას და რომელშიც მითითებულია ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN/შასის ნომერი) ან/და ავტომობილის შესახებ სხვა მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა;
დ) ავტომობილის თავისი სვლით ტრანსპორტირება 2026 წლის 2 აპრილამდე დაიწყო, რაც დასტურდება ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 2 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან ამონაწერით, რომელშიც აღნიშნულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, ამასთანავე, ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 2026 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 აპრილიდან.
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1477-Vმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1477-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.103033.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1477-Vმს-XIმპ, 01.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.103033 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6826443/