„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
010120000.10.003.025682
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2026 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23  ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) D1 კატეგორიის − უცხოელზე, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება;“;

ბ) ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.“.

2. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობა, ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისათვის.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დანართ №7-ის:

ა) პირველი პუნქტის 1.35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.35. ამ დადგენილების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ამავე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“;

ბ) მე-7 პუნქტის 7.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.4. მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი − ამ დადგენილების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ამავე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე




„დანართი №1

1. ახლომდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, რომელსაც შეიძლება საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს იმ უცხოელმა, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება:

 

ქვეყნები, სადაც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება

ახლომდებარე ქვეყნები

1

ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა;

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

2

ბჰუტანის სამეფო;
მიანმარის კავშირის რესპუბლიკა;

ინდოეთის რესპუბლიკა

3

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები;
პალაუს რესპუბლიკა;
პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწფო;

ინდონეზიის რესპუბლიკა

4

ბრუნეი დარუსალამი;
კამბოჯის სამეფო;

მალაიზია

5

ანტიგუა და ბარბუდა;
ბარბადოსი;
ნიკარაგუის რესპუბლიკა;
სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია;
სენტ-ლუსია;

მექსიკის შეერთებული შტატები

6

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

7

ანგოლის რესპუბლიკა;

ბენინის რესპუბლიკა;

ბურკინა-ფასო;

ბურუნდის რესპუბლიკა;

კამერუნის რესპუბლიკა;

კაბო-ვერდეს რესპუბლიკა;

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა;

ჩადის რესპუბლიკა;

კომორის კუნძულების კავშირი;

კონგოს რესპუბლიკა;

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;

კოტ-დივუარის რესპუბლიკა;

ეკვატორული გვინეის რესპუბლიკა;

ერიტრეის სახელმწიფო;

გაბონის რესპუბლიკა;

გამბიის რესპუბლიკა;

განას რესპუბლიკა;

გვინეის რესპუბლიკა;

გვინეა-ბისაუს რესპუბლიკა;

ლესოტოს სამეფო;

ლიბერიის რესპუბლიკა;

მალავის რესპუბლიკა;

მალის რესპუბლიკა;

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა;

ნამიბიის რესპუბლიკა;

ნიგერის რესპუბლიკა;

ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;

რუანდის რესპუბლიკა;

სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა;

სენეგალის რესპუბლიკა;

სიერა-ლეონეს რესპუბლიკა;

სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა;

სუდანის რესპუბლიკა;

ესვატინის სამეფო;

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა;

ტოგოს რესპუბლიკა;

უგანდის რესპუბლიკა.

 

ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკა;

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა;

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებისმიერ იმ მესამე ქვეყანაში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, სადაც მას აქვს მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა, მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან დიპლომატიური აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში, მესამე ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას.“.