„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025683
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

 2026 წლის 31 მარტი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-13 მუხლის:

1. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური სახის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მოთხოვნისთანავე წარედგინოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, გარდა ამავე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:

„23. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ნებართვის/ სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის მატერიალურად წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სპეციალური ნებართვა/სანებართვო დოკუმენტი/ავტორიზაციის ბლანკი გაცემულია ელექტრონული ფორმით, ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში და საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულია ასეთი სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის ელექტრონულად მოძიებისათვის საჭირო ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2026.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 31.03.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №134. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025683.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №134, 31.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025683 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6827752/