ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №172026 წლის 1 აპრილი
ქ. ახმეტა
ა) „ახმეტის საპატიო მოქალაქე“;
ბ) „ღვაწლმოსილი ახმეტელი“.
ა) „ახმეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის“ და „ღვაწლმოსილი ახმეტელის მოწმობის“ ფორმების შემუშავება და დამტკიცება;
ბ) „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების საკითხთა განმხილველი კომისიის“ შექმნა, მისი დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება;
გ) „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების რეესტრის“ შექმნა.
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე | იოსები ქარუმაშვილი |
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების მინიჭების წესი (შემდგომში – „წესი“), საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტში დაწესებული საპატიო წოდებების მინიჭების, აგრეთვე მათი ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძვლებს და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
მუხლი 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები
ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებია:
ა) „ახმეტის საპატიო მოქალაქე“;
ბ) „ღვაწლმოსილი ახმეტელი“.
საპატიო წოდება „ახმეტის საპატიო მოქალაქე“ შეიძლება მიენიჭოს:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს ან/და ახმეტის მუნიციპალიტეტის წინაშე;
ბ) სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან/და ახმეტის მუნიციპალიტეტის წინაშე, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტთან საქმიანი კავშირის ან/და მეგობრული ურთიერთობის დამყარებასა და განმტკიცებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის.
1. საპატიო წოდება „ღვაწლმოსილი ახმეტელი“ შეიძლება მიენიჭოს პირს, რომლის ცხოვრების ან/და საქმიანობის მნიშვნელოვანი პერიოდი დაკავშირებულია ახმეტის მუნიციპალიტეტთან:
ა) ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობისა და კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის;
ბ) კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის, განათლების, სპორტის სფეროში თვალსაჩინო წვლილისთვის;
გ) საჯარო დაწესებულებებში ხანგრძლივი (არანაკლებ 30 წელი), კეთილსინდისიერი და სანიმუშო სამსახურისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებებში იგულისხმება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის (2006 წლის 1 იანვრამდე არსებული ახმეტის რაიონის) ორგანოები, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციები.
1. საპატიო წოდებებს საკუთარი ინიციატივით ან/და ამ წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ანიჭებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – „მუნიციპალიტეტის მერი“), რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.
2. ერთი და იგივე საპატიო წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ.
3. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება გარდაცვალების შემდეგ.
1. საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დანართით განსაზღვრული №9 ოლქის (თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები) დელეგატს;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერირორიულ ერთეულებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს – სახელმწიფო რწმუნებულს;
გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;
დ) საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ე) საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია არანაკლებ შვიდი პირი (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ერთოდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას უნდა ერთოდეს საპატიო წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის ბიოგრაფიული ცნობები, ფოტოსურათი (ზომით 3x4) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სხვა სახელმწიფოს მოქალაქის შემთხვევაში – შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ქართული თარგმანით, რომლის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით).
3. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შუამდგომლობის განხილვისას დამატებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტებიც.
1. საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე შუამდგომლობების განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება სათათბირო ორგანო – ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების საკითხთა განმხილველი კომისია (შემდგომში – „კომისია“) არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. კომისია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და წერილობით დასკვნას/რეკომენდაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
1. პირს, რომელსაც მიენიჭა ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება, საზეიმო ვითარებაში გადაეცემა სპეციალური მოწმობა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“ (26 მაისი) ან „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღის“ (1 ოქტომბერი) აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
2. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია სპეციალურ მოწმობასთან ერთად გადასცეს საპატიო წოდების აღმნიშვნელი სხვა ატრიბუტიკაც (მედალი, სიმბოლური საჩუქარი და სხვა).
1. პირს არ შეიძლება მიენიჭოს ამ წესით განსაზღვრული საპატიო წოდება, თუ:
ა) ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;
ბ) ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ არის;
გ) ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფოს ან ახმეტის მუნიციპალიტეტის ინტერესის ან/და რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, შეურაცხმყოფელი საქციელი ან ისეთი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს.
2. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ:
ა) ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დანაშაული;
ბ) ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
3. პირს უნდა ჩამოერთვას საპატიო წოდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის რეციდივის, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ნებით განაცხადა უარი საპატიო წოდებაზე.
4. ამ მუხლით დადგენილი ამკრძალავი დებულებები სხვა სახელმწიფოში ჩადენილ დანაშაულსა და შესაბამის ნასამართლობაზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
5. დაუშვებელია საპატიო წოდების ჩამორთმევა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლით დადგენილი საფუძვლებისა.
6. გადაწყვეტილებებს საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმის და საპატიო წოდების ჩამორთმევის თაობაზე იღებს მუნიციპალიტეტის მერი კომისიის დასკვნის/რეკომენდაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჩამორთმევის შესახებ მონაცემთა სისტემურად ასახვის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება სპეციალური რეესტრი –მონაცემთა ბაზა, რომელშიც შესაბამისი ინფორმაციის შეტანას, განახლებას და შენახვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
2. რეესტრში აისახება მონაცემები იმ პირთა შესახებ, ვისაც მიენიჭა ან ჩამოერთვა ამ წესით გათვალისწინებული საპატიო წოდება:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მოქალაქეობა;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი (სხვა სახელმწიფოს მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი საიდენტიფიკაციო რეკვიზიტი);
ე) საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი;
ვ) მოკლე ბიოგრაფიული ცნობები;
ზ) საპატიო წოდების მინიჭების/ჩამორთმევის თაობაზე შუამდგომლობის წარმდგენის ვინაობა, შუამდგომლობის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) საპატიო წოდების მინიჭების/ჩამორთმევის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები (რეგისტრაციის ნომერი, გამოცემის თარიღი).
3. რეესტრის მონაცემები საჯაროა, გარდა იმ პერსონალური და სხვა საიდუმლო ინფორმაციისა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გასაჯაროებას არ ექვემდებარება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 2026 წლის 15 მაისამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე შესაბამისი მონაცემების ასახვა „ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების რეესტრში“.