„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №25 |
|
2026 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 სამინისტროს სისტემის მოსამსახურე სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციით და სანივთე ქონებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვების კმაყოფაზე აყვანისა და მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 აპრილის №21 ბრძანებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებით, ,,სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებითა და წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობების შესაბამისად. მუხლი 7 1. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია თვეში განისაზღვრება: ა) სამხედრო მოსამსახურისათვის: ა.ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისათვის – 75 ლარი; ა.ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისათვის – 145 ლარი; ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – 75 ლარი. 2. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა: ა) როდესაც პროფესიული სამხედრო მოსამსახურე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ იმყოფება კვების კმაყოფაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) პროფესიული სამხედრო მოსამსახურის: ბ.ა) თანამდებობიდან დროებითი გათავისუფლების პერიოდში, 4 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეს დაეკისრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და აყვანილია კვების კმაყოფაზე; ბ.ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია: ბ.ბ.ა) შვებულება (გარდა თავდაცვის კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შვებულებისა (არაუმეტეს 1 წლისა)); ბ.ბ.ბ) დროებით შრომისუუნარობა; ბ.ბ.გ) როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში პირის მოთავსება წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; გ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონეს პირის: გ.ა) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, 2 თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს დაკისრებული აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და აყვანილია კვების კმაყოფაზე; გ.ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 3. პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია არ მიეცემა, როდესაც: ა) იმყოფება კვების კმაყოფაზე; ბ) არ იმყოფება კვების კმაყოფაზე და იმავდროულად არსებობს შემდეგი გარემოებები: ბ.ა) სამსახურის (მათ შორის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების, აგრეთვე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურის) თვითნებურად დატოვება; ბ.ბ) სამსახურში (მათ შორის, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურში) გამოუცხადებლობა; ბ.გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ.დ) წარგზავნილია საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად; გ) იმყოფება მივლინებაში და მივლინების პერიოდში უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმა. 4. კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია არ მიეცემა: ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს; გ) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერს და მსმენელს (გარდა სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებიდან წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეებისა). 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით.“; 2. №22 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №22
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატები (ლარებში)
“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 13 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|