„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.025686
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137

2026 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის  22 მაისის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2018, 010320000.10.003.020557) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტის და წესის“:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესი, პროფესიული განვითარების სტანდარტი და წესი (შემდგომში − წესი) ადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში − მოხელე) პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის პროცედურას, აგრეთვე  მოხელის სავალდებულო პროფესიული განვითარების სტანდარტებსა და სავალდებულო პროფესიული განვითარების პროგრამების ხარისხის კონტროლის წესს.

2.  „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-80  მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, წინამდებარე წესი ვრცელდება ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.“.

2.  მე-4 მუხლის:

ა)  მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული მოხელეთა პროფესიული განვითარების ყოველწლიურ გეგმას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (შემდგომში − მთავრობის ადმინისტრაცია) წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის 32 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალის და მამაკაცის თანასწორობა;“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სწავლების მეთოდით/ფორმით დაგეგმილი მოხელის პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების მოთხოვნით დაექვემდებაროს ხარისხის კონტროლს ცენტრის მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში, დამატებითი სასწავლო პროგრამის სტანდარტის დადგენას, ხარისხის კონტროლის მიზნებისათვის, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულება მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად იქმნება მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

5. აკრედიტაციის საბჭო შედგება მინიმუმ 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი წევრი არის  მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ხოლო სხვა წევრები შეიძლება, იყვნენ საჯარო მოხელეები, აკადემიური წრის ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცენტრი აკრედიტებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას  აწვდის მთავრობის ადმინისტრაციას აკრედიტაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით.“.

 

6. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეარჩიოს სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი  პირი ან/და სასწავლო პროგრამა, როგორც მთავრობის  ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით.“.

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. პროფესიული განვითარების პროცესში ჩართული პირების ვალდებულებები

1. მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, საჯაროდ განათავსოს შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე ინფორმაცია, როგორც საჯარო დაწესებულებების მიერ მიწოდებული პროფესიული განვითარების საჭიროებების, ასევე სასწავლო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების, მათ შორის, აკრედიტებული სასწავლო პროგრამების შესახებ.

2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო დაწესებულების შერჩევის ან/და სასწავლო პროგრამის გავლისთანავე (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ), სასწავლო პროგრამებში მონაწილე მოხელეთა ვინაობა, რაოდენობა, გავლილი სასწავლო პროგრამის  მეთოდი და მოხელის  მიერ სასწავლო პროგრამის შეფასების შესახებ ინფორმაცია ასახოს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

3. საჯარო დაწესებულების მიერ მიწოდებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განზოგადების საფუძველზე, მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია, ელექტრონულ ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებების/პროგრამების რეიტინგების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე