„პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2026 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირველი და მეორე რანგისათვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებისგან განსხვავებული თანამდებობის მიკუთვნება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფუნქციათა ერთობლიობის საჯარო სამსახურში არსებული მოხელის თანამდებობებისადმი კუთვნილების დადგენის მიზნით, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ფაქტორებისა და ქვეფაქტორების მიხედვით ფუნქციების შეფასების პროცესში შესაბამისი საჯარო დაწესებულებები თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |