„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
010240060.10.003.025688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №139

2026 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 010240060.10.003.022549) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით, შესარჩევი კომისია აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2025 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე