„პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №243 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №142
2026 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სერტიფიცირების მიზნებისთვის ყოფილ მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელსაც გააჩნია სამსახურის სტაჟი, რომელიც დასტურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში − მთავრობის ადმინისტრაცია) მიერ გაცემული ცნობით.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა
1. სერტიფიცირების ჩატარებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაცია.
2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, სერტიფიცირების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
3. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას და დროს, რომელიც სერტიფიცირების მსურველი კანდიდატისათვის ცნობილი ხდება სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაციის მომენტში.
4. სასერტიფიკატო გამოცდის თემატიკის სარეკომენდაციო ლიტერატურა და სხვა მასალა ქვეყნდება მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.hr.gov.ge.
5. სერტიფიცირების ჩატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია:
ა) უზრუნველყოფს სასერტიფიკატო გამოცდისათვის ტესტების შედგენასა და „ტესტურ დავალებათა ბანკის“ შექმნას;
ბ) მონიტორინგს უწევს სასერტიფიკატო გამოცდისათვის შედგენილი ტესტების ამ წესით დადგენილ თემატიკასთან შესაბამისობას;
გ) ადგენს სასერტიფიკატო გამოცდის დროს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის სასერტიფიკატო გამოცდის გავლის მსურველთათვის ხელმისაწვდომობას;
დ) უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვერდზე სასერტიფიკატო გამოცდისათვის სარეკომენდაციო ლიტერატურის გამოქვეყნებას;
ე) გასცემს ელექტრონულ სერტიფიკატს, სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
ვ) უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამულ დოკუმენტირებას: სერტიფიცირებაში მონაწილე პირთა ვინაობის, სერტიფიცირების დროს კანდიდატისათვის დასმული კითხვების (ტესტური დავალებების), სერტიფიცირების შედეგების შესახებ, აწარმოებს სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს მის მიერ ადმინისტრირებული ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და პასუხისმგებელია რეესტრის მონაცემთა სისრულესა და უტყუარობაზე;
ზ) ახორციელებს სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ტექნიკური პროცესების უზრუნველყოფის, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტების შექმნის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ისარგებლოს შესაბამისი იურიდიული პირის, ასევე ექსპერტის მომსახურებით.
7. მთავრობის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები მხოლოდ მომსახურების გაწევის უფლებამოსილებით ჩართოს სერტიფიცირების ნებისმიერ ეტაპზე, საჭიროებისა და საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.hr.gov.ge.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ელექტრონულად ეგზავნება შეტყობინება მისი სარეგისტრაციო ნომრის, სასერტიფიკატო გამოცდის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ.“.
4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასერტიფიკატო გამოცდის ტესტისათვის ტესტური დავალება შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის თითოეული კომპონენტიდან (დარგიდან) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, „ტესტური დავალებების ბანკიდან“, რომელსაც პერიოდულად აახლებს მთავრობის ადმინისტრაცია.“.
5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასერტიფიკატო გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული პროცედურა, სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობა, ასევე სასერტიფიკატო გამოცდის პროცესთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისი ინსტრუქციით და ხელმისაწვდომია სასერტიფიკატო გამოცდის დაწყებამდე ელექტრონულად.“.
6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სერტიფიკატის ნიმუში მტკიცდება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სერტიფიკატს ხელს აწერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.“.
7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასერტიფიკატო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის მიზნით, მთავრობის ადმინისტაცია ქმნის საპრეტენზიო კომისიას. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ტესტის შემქმნელი ექსპერტები.“.
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |