„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2026 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2):
1. 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ლუსიაში, დომინიკის თანამეგობრობაში, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციაში, ბაჰამის თანამეგობრობაში, ჰაიტის რესპუბლიკასა და ბარბადოსში.“.
2. 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სენტ-ვინსენტი და გრენადინებსა და გრენადაში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |