„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №146
2026 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. კანონის მე-15 მუხლის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შრომითი საქმიანობის უფლება არ მოეთხოვება უცხოელს, რომელიც:
ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის მქონე პირი ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა;
ბ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში;
გ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;
დ) არის პირი, რომელზეც, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ვრცელდება შრომითი მოწყობის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი;
ე) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
ე) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება;
ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე;
თ) ცნობა უცხოელის დამსაქმებელ საწარმოში/დაფუძნებულ საწარმოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელთა რაოდენობის შესახებ;
ი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;
ბ) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება.
3. როდესაც დამსაქმებელი საწარმო/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები, რომლითაც/რომლებითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ:
ა) უცხოელის დამსაქმებელი საწარმო/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები.“.
4. 122 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
5. 123 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრმა, რომელიც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას ფლობს, უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;
დ) საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.
6. 124 მუხლის:
ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა უცხოელმა შრომითმა იმიგრანტმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
ვ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება;
ზ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
ბ) საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის ფლობისა და ამ წესის 125 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით;
ზ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება;
თ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი;
ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება;
ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით;
ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე მე-2 პუნქტის „ზ“ და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება.“.
7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს სააგენტოს.“.
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი კობახიძე |