„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.113.016553
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2026 წლის 3 აპრილი

ქ. ოზურგეთი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის 29 დეკემბრის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016543)  და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერის მიერ შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი/კომისია. მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვთ:

ა) გამონაკლის შემთხვევაში პაციენტებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდებათ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე (დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა). დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერის მიერ შექმნილი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფი/კომისია;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  0-დან – 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელიც რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;

გ) ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) 80%,  მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

4. დახმარებისთვის მოქალაქემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) ან შესაბამისი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა) (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

ე) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ვ) თანადაფინანსების შემთხვევაში – გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ;

ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია, სამუშაო ჯგუფის/კომისიის მოთხოვნის შესაბისად;

თ) წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია