,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 30/11/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2007 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფ­ლებს:

ვ.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუს­ხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;

ვ.ბ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგა­ნოების უფროსებს;

ვ.გ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქ­ვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოად­გი­ლეებს (ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების სტრუ­ქტურული ქვედანაყოფების, შემოსავლების სამსახურის ცენ­ტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების მოადგილეებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილის გარდა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ვ.დ) შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტა­მენტის მთავარი სამმართველოების უფროსებს;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე