„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
200250000.22.033.018008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №105

2026 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.018002) დამტკიცებული „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმების და წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საინვესტიციო ოქროს (გარდა მონეტებისა) იმპორტში დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით აუცილებელია:

ა) ოქროს ზოდზე/ფირფიტაზე დატანილი იყოს:

ა.ა) მწარმოებლის გადამამუშავებელი ქარხნის ლოგო/აღნიშვნა;

ა.ბ) პროდუქციის სერიული ნომერი;

ა.გ) სინჯის აღმნიშვნელი დამღა და წონა;

ბ) დეკლარანტმა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

ბ.ა) ASSAY სერთიფიკატი ან დაუზიანებელი შეფუთვა, სადაც მწარმოებლის მიერ დატანილია ASSAY სერთიფიკატის შესაბამისი ინფორმაცია;

ბ.ბ) ინვოისი/ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია ოქროს ზოდის/ფირფიტის სერიული ნომერი, სინჯის აღმნიშვნელი დამღა და წონა.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანოს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა:

ა) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია;

ბ) ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადამოწმების/სრულყოფილად შესწავლის მიზნით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2026.
როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №105. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.22.033.018008.
რამდენი მუხლისგან შედგება „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №105, 03.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.018008 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6832644/