„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/104
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/104

2026 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 31 იანვრის №1-1/24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.22.024.016894) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“-„ჭ“ ქვეპუნქტები:

„ყ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მისაღებ გამოცდაზე დაშვება:

ყ.ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე პირველადი დაშვების საფასური – 100 ლარი;

ყ.ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე განმეორებით დაშვების საფასური – 50 ლარი;

ყ.გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე განმეორებით დაშვების საფასური – 30 ლარი.

შ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი;

ჩ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის განახლება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი;

ც) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის აღდგენა – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი;

ძ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატში ცვლილების შეტანა – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 30 ლარი;

წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 5000 ლარი;

ჭ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის განახლება – განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში – 5000 ლარი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი