„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.018009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №109

2026 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული მოწმობის შევსების მიზნით, რკინიგზა მიმდინარე რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდავ სარკინიგზო ვაგონებზე/კონტეინერებზე გაფორმებული საგზაო უწყისების (შემდგომში – უწყისი) შესახებ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში ასახულ შემდეგ მონაცემებს:

ა) ზოგადი ინფორმაცია:

ა.ა) გამგზავნის/გამომგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (უწყისის მიხედვით);

ა.ბ) გამგზავნი/გამომგზავნი რკინიგზის სადგური;

ა.გ) გამგზავნი/გამომგზავნი ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი;

ა.დ) დანიშნულების რკინიგზის სადგური;

ა.ე) დანიშნულების ქვეყნის დასახელება და ციფრული კოდი;

ა.ვ) კონტეინერის/ვაგონის ნომერი;

ა.ზ) კონტეინერის სუფიქსი;

ა.თ) კონტეინერი ტვირთის სახით;

ა.ი) მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი (უწყისის მიხედვით);

ა.კ) რკინიგზის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა და ნომრები;

ა.ლ) ტარა;

ა.მ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებული შეფუთვების რაოდენობა;

ა.ნ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებული ტვირთის მთლიანი ბრუტო წონა;

ა.ო) უწყისის გამცემი ქვეყნის კოდი (გზის კოდი);

ა.პ) უწყისის ნომერი;

ბ) კონტეინერში/ვაგონში განთავსებულ თითოეული დასახელების/სახეობის საქონელთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) გამგზავნის/გამომგზავნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);

ბ.ბ) გამგზავნი/გამომგზავნი ქვეყნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);

ბ.გ) ერთეულის რაოდენობა;

ბ.დ) მიმღების დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);

ბ.ე) მიმღების ქვეყნის დასახელება (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის მიხედვით);

ბ.ვ) საქონლის დასახელება;

ბ.ზ) საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად (ოთხნიშნა დონეზე, ხოლო აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში – რვანიშნა დონეზე);

ბ.თ) საქონლის ბრუტო წონა;

ბ.ი) საქონლის რაოდენობა;

ბ.კ) საქონლის ნეტო წონა;

ბ.ლ) შეფუთვის რაოდენობა;

გ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაცია;

დ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი;

ე) იმ რკინიგზის სადგურის კოდი, რომელიც ახორციელებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურებას.“.

2. მე-14 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. გრაფა „ტვირთის კოდი“ – ივსება სისტემის მიერ, რკინიგზის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რედაქტირდება. გრაფაში მიეთითება საქონლის კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად:

ა) ოთხნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი სასაქონლო პოზიციის მითითების შემდეგ აღინიშნება „00“;

ბ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომანქანისა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 აპრილიდან.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.04.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №109. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.018009.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №109, 08.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.018009 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6835158/