,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.009.753
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1875
2006 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ (თანდართულ დანართებთან ერთად)“;
გ) ,,ინსტრუქციის“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ინსტრუქცია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“;
დ) ,,ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 228-ე და 248-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს დღგ-ის გადამხდელების მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და საგადასახადო ორგანოებში წარდგენის წესს“;
ე) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მიმწოდებელი (შემდგომში – გამყიდველი) – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის იგულისხმება დღგ-ის გადამხდელი, რომელიც აწარმოებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და ვალდებულია საქონლის (მომსახურების) მიმღების მოთხოვნისას გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (მათ შორის, კორექტირების).
3. მიმღები (შემდგომში – მყიდველი) – ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის იგულისხმება პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისაგან მიიღებს საქონელს (მომსახურებას).“;
ვ) მე-3 მუხლის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,26. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ასლის წარდგენა დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის მიზნით გადამხდელს უფლება ეძლევა დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამოღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბრუნების შემდეგ, ისინი გადამხდელის მიერ დაუყოვნებლივ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში.“;
ზ) მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. დაუშვებელია საგადასახადო ორგანოში კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ასლის წარდგენა დღგ-ის ჩათვლის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გადამხდელისაგან ამოღებულ იქნა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის მიზნით გადამხდელს უფლება ეძლევა დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამოღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები და ამ ორგანოების სათანადო პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული ცნობა შესაბამისი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ამოღების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამოღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბრუნების შემდეგ, ისინი გადამხდელის მიერ დაუყოვნებლივ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““?
- „,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 27.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1875. სარეგისტრაციო კოდი — 200.230.040.22.033.009.753.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მ.შ. კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ““, №1875, 27.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.009.753 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/68356/