„სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №235/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№52/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018831
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №52/ნ

2026 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №235/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №235/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017855) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულებისა და შეფასების კრიტერიუმების“:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ექსპერტთა პანელისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას;“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას, ასევე შესაძლებელია მიწვეულ მკვლევარს ჰყავდეს მენტორი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდისა და ინსტიტუტის მხრიდან პროგრამის ჯამური დაფინანსება შეადგენს მაქსიმუმ 6100 (ექვსი ათას ასი) ევროს.

3. ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან ორი მკვლევრისათვის შეადგენს 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) ევროს, რაც გულისხმობს 1800 ევროს ერთი მკვლევრისათვის (არაუმეტეს 750 ევრო ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და 1050 ევროს საცხოვრებელი სტიპენდია), ხოლო მეორე მკვლევრისათვის 1050 ევრო (საცხოვრებელი სტიპენდია).“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რომელთაც აქვთ დოქტორის ხარისხი, რომლის მინიჭების დღიდან გასულია 5 წელზე ნაკლები დრო, შეადგენს 2950 (ორი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ევროს;“.

4. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია პანელის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს პანელის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.“.

5. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს, რომელიც მაღალ ქულას დააგროვებს პირველ კრიტერიუმში. თუ პირველი კრიტერიუმის შემთხვევაში ქულა კვლავ თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომელმაც მაღალი ქულა დააგროვა მეორე კრიტერიუმში. სამივე კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პანელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე