„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017708
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №51

2026 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 24/10/2023; 140130000.22.034.017412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაცია (სამმართველო).“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

1. ადმინისტრაციის (სამმართველო) შემადგენლობაშია:

ა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) ანალიტიკური განყოფილება;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის განყოფილება.

2. ადმინისტრაციის (სამმართველო) უფლებამოსილებაა, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) უზრუნველყოფა, დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო სამმართველოების საქმისწარმოების საერთო კოორდინაცია და კონტროლი, ასევე კორესპონდენციის წარმოება, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით);

ბ) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი, აგრეთვე ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა;

გ) დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო სამმართველოების კანცელარიების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

დ) დეპარტამენტის საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციით;

ე) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, აგრეთვე სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) შესაბამისი შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;

ი) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მათთვის სპეციალური წოდების მინიჭების ან მათი წახალისების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად;

კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება და აღნიშნული მასალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის შესაბამისად, დეპარტამენტის დირექტორისთვის ან სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის (დეპარტამენტი) წარდგენა;

ლ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესის, შრომის დისციპლინის, ეთიკური ნორმების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

მ) მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ზედამხედველობა და საჭიროებისამებრ, სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება, განცხადებებისა და საჩივრების რეგისტრაციის წესებისა და განხილვის ვადების მონიტორინგი, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) მოსამსახურეთა წახალისების მიზნით რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად;

ო) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურის სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის წარსადგენად;

პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის გადაგზავნა;

ჟ) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება და კონტროლი;

რ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვა და გაცემა;

ს) სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისთვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ტ) ყოველი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა;

უ) სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე, გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული გეგმის სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა;

ფ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგის განხორციელება, ასევე შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოების მიღება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმოება, ასევე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების უზრუნველყოფა;

ღ) ფინანსური ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბუღალტრული ნაშთების რეალობაზე, სისრულესა და სისწორეზე);

ყ) დადგენილი წესის შესაბამისად, სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;

შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნა-ვალდებულებებისა და არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარება, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჩ) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი, აგრეთვე ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ც) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ძ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური მომსახურების, კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

წ) მშენებლობის, მიმდინარე ან/და კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;

ჭ) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდების ორგანიზება;

ხ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, ოპერატიული და საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა;

ჯ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასება და ანალიზი;

ჰ) დეპარტამენტის/შესაბამისი სამმართველოს საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

ჰ1) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ჰ2) დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხვა, დამუშავება-ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტაციის წარმოება;

ჰ3) დეპარტამენტის დანაყოფებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება, ანალიზი და პერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;

ჰ4) პენიტენციური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, დეპარტამენტის შესაბამისი რაიონული და საქალაქო დანაყოფების ინფორმირება;

ჰ5) დანაყოფის ტერიტორიაზე დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რისკების შეფასება და ხელმძღვანელი პირის ინფორმირება;

ჰ6) დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება;

ჰ7) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11 მუხლის მე-13-მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფები ამ დებულების მე-7 მუხლით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“–„ჰ7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე:

ა) უზრუნველყოფენ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; ზედამხედველობენ დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას; უზრუნველყოფენ ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფენ პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის, აგრეთვე პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ;

გ) უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფენ დანაშაულისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;

ე) აწარმოებენ უბნის პასპორტს;

ვ) ახორციელებენ ქვეითად პატრულირებას;

ზ) ახორციელებენ არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათზე პროაქტიულ რეაგირებას;

თ) უზრუნველყოფენ სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას;

ი) უზრუნველყოფენ მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, მათ რეგისტრაციას და განხილვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) უზრუნველყოფენ უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას;

ლ) უზრუნველყოფენ იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს;

მ) უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლს;

ნ) ახორციელებენ შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ო) ახორციელებენ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისთვის დაკისრებული შეზღუდვების შესრულების კონტროლს;

პ) მონაწილეობენ იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;

ჟ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

14. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების გამომძიებლები ასრულებენ ამ დებულების მე-7 მუხლით, დეტექტივები – მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო დეტექტივები (ანალიტიკოსები) − მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“–„ჰ7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

15. დეპარტამენტის რაიონული და საქალაქო დანაყოფების უბნის ინსპექტორები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით და ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“–„ვ“ და „ი“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

16. ქალაქ ქუთაისში მართლწესრიგის ოფიცრები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.04.2026.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017708.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 ოქტომბრის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №51, 07.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017708 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6836166/