„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1492-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010230000.04.001.018178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ახორციელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ინფორმაცია გამოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზედაც. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“.

2. 26​3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 263. ამ თავის მოქმედების გაუვრცელებლობის შემთხვევები

ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

14 აპრილი 2026 წ.

N1492-Vმს-XIმპ