პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბრძანება №REG 0 26 00000756 |
|
2026 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 აპრილის №02-889/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრზე“ (ს/კ 212841424; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა № 85/83ა) გაცემული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000023) და ლიცენზიის დანართები -„ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000015), „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000016), „აუტოფსიური საქმიანობა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000017).
2. დაევალოს სააგენტოს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ (ს/კ 212841424) დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის განცხადება: №411453, 30.03.2026.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ“?
- „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ“ მიღებულია 03.04.2026. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №REG 0 26 00000756.
- სად არის „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ“, №REG 0 26 00000756, 03.04.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6837204/