„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის N37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №27 |
|
2026 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში (ვებგვერდი, 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის: ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (შემდგომში – ლიცეუმი) ჩასარიცხი მოსწავლე, ლიცეუმში სწავლისათვის შესაბამისობის განსაზღვრისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით;“; ბ) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მისაღები პირის შემოწმება ტარდება სამხედრო ნაწილის მეთაურის/უფროსის, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე.“; გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „გ“ – შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისთვის (გარდა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების, ფსიქიური აშლილობებისა და ნერვული სისტემის დაავადებების არსებობისას).“; დ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. ლიცეუმში ჩასარიცხი მოსწავლის ლიცეუმში სწავლისათვის შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) „ა“ – შესაბამისია ლიცეუმში მისაღებად; ბ) „ბ“ – არ არის შესაბამისი ლიცეუმში მისაღებად.“; ე) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ლიცეუმში ჩასარიცხი მოსწავლე;“. 2. №2 დანართის: ა) V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V ფსიქიური აშლილობები“; ბ) მე-14 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: განმარტება – ითვალისწინებს ფსიქოზებს და სხვა ფსიქიურ აშლილობებს, რომლებიც წარმოიშობიან თავის ტვინის ტრავმის, თავის ტვინის სიმსივნის, ენცეფალიტის, მენინგიტის, ტვინის სიფილისის შედეგად, აგრეთვე სენილური და პრესენილური ფსიქოზების, სისხლძარღვოვანი, დეგენერაციული და ორგანული დაავადებების ან თავის ტვინის დაზიანების დროს. 1. ამ მუხლის ცხრილის „ა“ პუნქტს მიეკუთვნება: ა) მკვეთრად გამოხატული, გახანგრძლივებული ფსიქოტიური მდგომარეობები; ბ) ფსიქიური აშლილობები, რომლებიც გამოვლინდებიან გამოხატული ინტელექტუალურ-მნესტიური დარღვევებით ან პიროვნების მყარი ცვლილებებით ფსიქოორგანული ტიპის მიხედვით. 2. ამ მუხლის ცხრილის „ბ“ პუნქტს მიეკუთვნება: ა) ზომიერად გამოხატული ფსიქოტიური მდგომარეობები ხელსაყრელი მიმდინარეობით, ფსიქიური აშლილობები, რომლებიც გამოვლინდებიან მყარი ემოციონალურ-ნებელობითი, ენდოკრინული ან ვეგეტატიური დარღვევებით ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების მოვლენებით, აგრეთვე მყარი ასთენიური მდგომარეობით (ცერებრასთენიით), ნევროზის მაგვარი ან ფსიქოპათიის მაგვარი სინდრომით ორგანული დაავადების (ტრავმის) ან თავის ტვინის დაზიანების შემდეგ; ბ) ავადმყოფური გამოვლინებების მყარი (არანაკლებ 1 წლისა) კომპენსაციის მდგომარეობები მწვავე დაავადების ან თავის ტვინის ტრავმის შემდეგ, ფსიქიური აშლილობების და ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების მოვლენების არარსებობისას, როდესაც აღინიშნება მხოლოდ ცალკეული გაფანტული ორგანული ნიშნები, ფუნქციის დარღვევის გარეშე. 3. ამ მუხლის ცხრილის „გ“ პუნქტს მიეკუთვნება – წარმავალი ხანმოკლე ფსიქოტიური და არაფსიქოტიური აშლილობები, რომლებიც წარმოიშობიან მწვავე დაავადებების შედეგად, დასრულებული გამოჯანმრთელებით ან უმნიშვნელოდ გამოხატული ასთენიით, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების გარეშე. მკურნალობის დასრულების შემდეგ ტარდება განმეორებითი შემოწმება.“; გ) მე-16 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სიმპტომატური ფსიქოზები და ეგზოგენური ეტიოლოგიის სხვა ფსიქიური აშლილობები – F07-F09“; გ.ბ) შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განმარტება – ითვალისწინებს ფსიქოზებს და სხვა ფსიქიურ აშლილობებს საერთო ინფექციების, ინტოქსიკაციების, სხვადასხვა გენეზის სომატური დაავადებების, მშობიარობის, კლიმაქსით განპირობებული, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ეგზოგენური ფაქტორებით და სხვა მიზეზების ზემოქმედებით;“; დ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკომანიები და ტოქსიკომანიები – F10-F19
შენიშვნა: განმარტება – ითვალისწინებს ფსიქიურ აშლილობებს, მათ შორის, ალკოჰოლურ და ინტოქსიკაციურ ფსიქოზებს, აღმოცენებულს ალკოჰოლის, ნარკოტიკული და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ქრონიკული, მავნე გამოყენების შედეგად. 1. ამ მუხლის ცხრილის „ა“ პუნქტს მიეკუთვნება – ქრონიკული ალკოჰოლიზმი, მათ შორის, გახანგრძლივებული ან განმეორებითი ალკოჰოლური ფსიქოზით, ნარკომანია და ტოქსიკომანია პიროვნების მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ინტელექტუალურ-მნესტიკური დარღვევებით. 2. ამ მუხლის ცხრილის „ბ“ პუნქტს მიეკუთვნება – ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ტოქსიკომანია. შენიშვნა: განმარტება – ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ერთჯერადი ან ეპიზოდური მიღება (გამოყენება) ფსიქიური აშლილობის გარეშე არ წარმოადგენს საფუძველს წინამდებარე მუხლის გამოსაყენებლად.“; ე) 83-ე მუხლის მე-3 პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განმარტება – ნერვული სისტემის თანდაყოლილი მანკების, ფსიქიური აშლილობების, ხელის მტევნის/ტერფის თანდაყოლილი მანკების მქონე პირები შემოწმდებიან ამ მუხლის ცხრილის შესაბამისი მუხლებით.“. 3. №6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. | ||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 17 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|