„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№87/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №87/04

2026 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2021; 220020000.18.011.016549) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის, მიკრობანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. ამ წესის 121 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა (შემდგომში − საგადახდო მომსახურების პროვაიდერები) და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. ამ წესის 13​​1 მუხლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის.“.

2. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესით“ გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ 231 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი და მიკრობანკი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელთან კომუნიკაცია წარმართოს ამ წესის დანართი №13-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის მომხმარებელი არის „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების მომხმარებელი.“.

3. დაემატოს დანართი №13 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება საბარათე ოპერაციების შემთხვევაში უზრუნველყონ 2026 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში − 2027 წლის 1 მაისიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №13

„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესით“ გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია

1. მომხმარებელს მარტივი და გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მის მიერ ინიციირებულ ელექტრონულ გადახდის ოპერაციასთან მიმართებაში დაიდენტიფიცირდა ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება, შესაბამისად, მას უკავშირდებიან შესაძლო თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

2. მომხმარებელს მარტივი და გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ინიციირებულ ელექტრონული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თაღლითობას.

3. მომხმარებელთან მარტივი და გასაგები ფორმით, ასევე, ცალსახად უნდა დაზუსტდეს მისი სურვილით სრულდება თუ არა ელექტრონული გადახდის ოპერაცია, აგრეთვე, მასთან ამავე პრინციპით უნდა დაზუსტდეს ხომ არ მომხდარა მასთან მესამე პირების დაკავშირება და მომხმარებლის კუთვნილი თანხის განთავსების/გადარიცხვის სანაცვლოდ შემოსავლის მიღების შეთავაზება. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს მარტივი და გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ.

4. მომხმარებელს მარტივი და გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ უსაფრთხოებისა და სავარაუდო თაღლითობის თავიდან არიდების მიზნით, 48 საათის განმავლობაში ხდება მის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შეჩერება ან 48 საათის განმავლობაში არ სრულდება საგადახდო დავალება და თუ მას კვლავ ექნება სურვილი ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ განახორციელოს ელექტრონული გადახდის ოპერაცია, ის უფლებამოსილია განახორციელოს გადახდის ოპერაციის ინიციირება.