სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 8 26 00000754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ  – სამედიცინო  და  ფარმაცევტული  საქმიანობის  რეგულირების

სააგენტოს ბრძანება №REG 8 26 00000754

2026 წლის 3 აპრილი 

ქ. თბილისი

 

 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიისა და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 18 აპრილის №REG12400001127 ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „გორმედზე“ (ს/კ 417876711; ფაქტობრივი მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი № 14ა) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია’’ (სალიცენზიო მოწმობა №000069) და ლიცენზიის დანართი – „სპეციალიზებული დახმარება“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000041) .

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიისა და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „გორმედის’’ (ს/კ 417876711) დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის განცხადებები: №411402, 30.03.2026; №433731, 02.04.2026. 

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                     ლეილა ქოჩიაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2026.
როდის იქნა მიღებული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ“?
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ“ მიღებულია 03.04.2026. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 8 26 00000754.
სად არის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ“, №REG 8 26 00000754, 03.04.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6837864/