საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება № 156 |
|
2026 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოქმედი ხელშეკრულებები/ გარიგებები და სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში შექმნილი სხვა დოკუმენტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამასთან, სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამებში, ხოლო კორპორაციამ − სხვა ჩამოთვლილ დოკუმენტებში, სამართალმემკვიდრის/უფლებამონაცვლის ასახვის მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
ბ) ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, სააგენტოს დებიტორებსა და კრედიტორებს (მათ შორის, კომერციულ ბანკებს) ეცნობოთ ამ დადგენილებით განსაზღვრული გარემოების შესახებ.
ა) სააგენტოსთვის „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი/აუთვისებელი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სამინისტროსთვის, შემდგომში, კორპორაციის მოთხოვნის საფუძველზე, კორპორაციისთვის გადასაცემად;
ბ) „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის“ პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის №9239-GE ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტოსთვის გახსნილი შესაბამისი ანგარიშისა და მასზე არსებული ნაშთის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სამინისტროსთვის, შემდგომში, კორპორაციის მოთხოვნის საფუძველზე, კორპორაციისთვის გადასაცემად.
ა) კორპორაციის აყვანა სახაზინო მომსახურებაზე;
ბ) ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ქმედების შესაბამისი აღრიცხვის განხორციელება;
გ) ცნობად მიიღოს სამინისტროს მიერ წარდგენილი სააგენტოს/კორპორაციის ავანსებით ანგარიშსწორებების დამოწმება, რომლის საფუძველია კორპორაციის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია.
1. სააგენტოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით შემუშავებული წესდების დამტკიცებას.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნას შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ნომინირებული ერთი დამოუკიდებელი წევრი.
3. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრულად გადაცემას კორპორაციისათვის.
4. შესაბამისი უძრავ-მოძრავი ქონების კორპორაციის კაპიტალში შეტანას.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“ მიღებულია 08.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №156. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.025704.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ“, №156, 08.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025704 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6838294/