„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
და
კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას
შორის
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ხელშემკვრელი მხარეები განავითარებენ და ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანასწორუფლებიანობისა და ორმხრივი ინტერესის პრინციპებზე დაყრდნობით.
1. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებებით:
a. ჯანდაცვის სექტორის მოწყობა და მოდერნიზაცია;
b. ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებათა პრევენცია;
c. გამოცდილების გაზიარება გადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის საკითხებზე;
d. ჯანმრთელობის მეცნიერებები;
e. თანამშრომლობის განვითარება სამედიცინო განათლების (მ.შ. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლება) სფეროში.
2. აღნიშნული თანამშრომლობის სფეროები წარმოადგენს მხოლოდ ზოგად მიმართულებებს და არ გამორიცხავს სხვა საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ინფორმაციისა და სპეციალისტთა გაცვლას.
ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობის მეთოდებია:
a. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ინფორმაციის გაცვლა;
b. ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
c. ერთობლივი სემინარების ორგანიზება;
d. დელეგაციებისა და ექსპერტების გაცვლა;
e. ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით თანამშრომლობის სხვა შეთანხმებული ფორმების გამოყენება.
თუ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული, მივლინების ყველა ხარჯი დაიფარება გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის მიერ.
ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ამ შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლში მოცემული წესის შესაბამისად.
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია 2019 წლის 17 აპრილს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თოთოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
- „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 17.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №61-10. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016849.
- სად არის „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, №61-10, 17.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016849 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6839072/