,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2026 წლის 14 აპრილი ქ. კასპი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უარი ან დაფინანსების ფურცელი (გარდა სამედიცინო საშუალებებისა და ტარგეტული თერაპიის გლივეკით) სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია, იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სიმსივნით დაავადებულ პირთა კონსულტაცია (ერთი), კვლევები, მანიპულაციები და პროცედურები
„1. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად კვლევებისთვის, მანიპულაციებისთვის და პროცედურებისთვის: 500-ლარამდე სრულად, ხოლო 501-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 800 ლარისა.
2. ამ მუხლით დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ექიმთან მიმართვიდან სამი თვის ვადით);
ე) ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ონკოლოგიურ პაციენტს ამ მუხლით გათვალისწინებული კვლევები დაუფინანსდება მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო საპენსიო ასაკის პირის შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიის დაფინანსებაზე საჭიროა უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიიდან, გარდა მე-2 პუნქტით სარგებლობისას“ .
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უარი (გარდა კორონაროგრაფიისა, ანგიოგრაფიისა) ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით დახმარების მიმღები ვერ ისაგებლებს 26-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარებით“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2026.
- როდის იქნა მიღებული „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.04.2026. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.149.016580.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,კასპის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №8, 14.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016580 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6839244/