„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1508-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
190020060.05.001.103062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს:
ა) საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული;
ბ) ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
შენიშვნა: ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, საკონსულო დაწესებულებასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე.“.
2. 51 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე, აგრეთვე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისთვის და ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

15 აპრილი 2026 წ.

N1508-Vმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2026.
როდის იქნა მიღებული „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1508-Vმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 190020060.05.001.103062.
რამდენი მუხლისგან შედგება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1508-Vმს-XIმპ, 15.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 190020060.05.001.103062 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6839922/