„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.126.016503
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2026 წლის 17 აპრილი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში. (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016265) კერძოდ:

1. დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 5.  აპარატის სტრუქტურული ერთეული და პროფესიული საჯარო მოხელეები

2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: აპარატის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში, პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  საქმისწარმოების საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საოქმო და საარქივო საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.“.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების 102 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 102. პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში

1. საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის  უფროსი სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში საინფორმაციო პროცესების დაგეგმვას, მართვასა და განხორციელებას;

ბ) საკრებულოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას, დამუშავება და ანალიზი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის გათვალისწინებით;

გ) საკრებულოს აპარატში სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სიზუსტისა და სანდოობის გადამოწმებას;

დ) მუნიციპალიტეტის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან და გარე ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობას;

ვ) მონაცემთა დამუშავებას, შეგროვებას, მართვასა და გაცემასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

2. სპეციალისტი – საინფორმაციო საკითხებში, ანგარიშვალდებულია მაღალი დონის მმართველობის სტრუქტურის  მუნიციპალიტეტის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის წინაშე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო ჩაფიჩაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.04.2026.
როდის იქნა მიღებული „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ?
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ მიღებულია 17.04.2026. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.126.016503.
რამდენი მუხლისგან შედგება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შესახებ, №47, 17.04.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016503 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6842489/