“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №38 ბრXძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.320.000.22.026.009.768
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №391
2006 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური პირობების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №38 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №22, მუხ. 270) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების „61)” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61) სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის, რადიოტექნიკური დაზვერვის ბატარეის, რადიოლოკაციური დაზვერვის I, II და III ბატარეებისა და უპილოტო თვითმფრინავების ცალკეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო მოსამსახურეებს, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით, ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანამატი დანართი №6-ის მიხედვით. აღნიშნული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი”.
2. ფინანსების მართვის დეპარტამენტმა (გ. ბერძენიშვილი) თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ბრძანების მოთხოვნათა შესრულება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ვ. ძნელაძეს.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი და შემსრულებლები.
5. ბრძანება ძალაშია 2006 წლის 1 დეკემბრიდან.
დ. კეზერაშვილი
დანართი N6
სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის, რადიოტექნიკური დაზვერვის ბატარეის, რადიოლოკაციური დაზვერვის I, II და III ბატარეების და უპილოტო თვითმფრინავების ცალკეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| N | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | დანამატი თვეში |
| 1 | მაიორი | O-5 | 425 |
| 2 | კაპიტანი | O-4 | 475 |
| 3 | უფროსი ლეიტენანტი | O-3 | 500 |
| 4 | ბატალიონის სერჟანტი | S-6 | 610 |
| 5 | მასტერ სერჟანტი | S-5 | 620 |
| 6 | უფროსი სერჟანტი | S-4 | 635 |
| 7 | სერჟანტი | S-3 | 650 |