„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №30 |
|
2026 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, „ინფორმაციის მართვის სისტემით განაღმვითი სამუშაოებისთვის“ (IMSMA) გათვალისწინებული აკრედიტაცია/სერტიფიცირება;“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე/მოადგილეები და მოადგილე – მთავარი ინჟინერი, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით.“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაცია:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ა.ბ) საორგანიზაციო სამსახური;
ა.გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) იურიდიული დეპარტამენტი;“;
გ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვა;“;
ბ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ცენტრის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის დასუფთავება, ადმინისტრაციული კორპუსის ლიფტებისა და გათბობა-გაგრილების სისტემის მომსახურება, კომპეტენციის ფარგლებში;“;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
გ) ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება;
ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი;
ვ) კრიტიკული სისტემების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა;
ზ) მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა საკაბელო მეურნეობით ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა;
თ) სათვალთვალო კამერების ფუნქციონირების მონიტორინგი;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.
6. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) ცენტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების/პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება/უზრუნველყოფა/შესრულება;
ე) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების (დაკავშირებული ცენტრის საქმიანობასთან, მიზნებთან და ამოცანებთან) შესახებ გენერალური დირექტორისა და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.
7. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-14 მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ცენტრის ბალანსზე არსებული ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მდგომარეობის მონიტორინგი, მათი მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ცენტრის სარგებლობაში და/ან საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების აღრიცხვა;“;
დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-16 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-17 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ-განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი სამუშაოებისთვის“ (IMSMA) მუშაობის უზრუნველყოფას; ცენტრის მიერ „ინფორმაციის მართვის სისტემით განაღმვითი სამუშაოებისთვის“ (IMSMA) გათვალისწინებული აკრედიტაცია/სერტიფიცირების უზრუნველყოფა;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აკრედიტაცია/სერტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;“.
11. მე-17 მუხლს დაემატოს „პ1“ და „პ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„პ1) ვადაგასული საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის ტექნოლოგიის დამუშავება;
პ2) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული მასალების მონიტორინგი, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ მარეგულირებელი ორგანოსთვის სათანადო დოკუმენტაციებისა და ანგარიშის მომზადება. ცენტრის მიერ უტილიზაცია/რეალიზაციისთვის მიღებული და საუტილიზაციო სამუშაოების შედეგად დარჩენილ ჯართში ბირთვული და რადიოქატიური მასალების, რადიოაქტიური წყაროს, ნივთიერების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებების განხორციელება;“.
12. მე-20 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:
„ვ2) ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, საცდელი და საკონტროლო სროლითი გამოცდების ჩატარება როგორც დახურულ ლაბორატორიულ, ასევე ღია საპოლიგონე პირობებში;“.
|